ახალი ამბებისაზოგადოება

აქცია-მსვლელობა ქვეითთა უფლებებისთვის [ვიდეო]

20 ნოემბერი, 2016 • 1320
აქცია-მსვლელობა ქვეითთა უფლებებისთვის [ვიდეო]

ავტოკატასტროფებში დაღუპულთა და დაშავებულთა ხსოვნის დღესთან დაკავშირებით თბილისში აქცია-მსვლელობა მოეწყო. სხვადასხვა ორგანიზაციებისა და მოძრაობების წევრები ქვეითთა უსაფრთხოების დასაცავად სახელმწიფო სტრუქტურებისგან ქმედითი ნაბიჯების გადადგმას ითხოვდნენ. მსვლელობის დასასრულს აქციის მონაწილეებმა “ფლეშმობი” მოაწყვეს. თბილისის პარალელურად აქცია-მსვლელობა გაიმართა ქუთაისსა და ბათუმშიც.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ  გავრცელებული სტატისტიკის მიხედვით, რომელიც ორგანიზაციამ “საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის” მოგვაწოდა, ავტოსაგზაო შემთხვევების რაოდენობა საქართველოში 2016 წელს, წინა წელთან შედარებით, 7%-ით გაიზარდა, ხოლო თბილისში – 11%ით. 2015 წელს ავტოავარიების შედეგად გარდაცვლილთა 34% ქვეითად მოსიარულე იყო.

იხილეთ ნეტგაზეთის სტატია ამავე თემაზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი