ახალი ამბები

ინაშვილი: პარლამენტში მხოლოდ ჩხუბისთვის არ შევდივარ

18 ნოემბერი, 2016 • 1464
ინაშვილი: პარლამენტში მხოლოდ ჩხუბისთვის არ შევდივარ

“პარლამენტი არის ის ადგილი, სადაც მსჯელობენ, კამათობენ ზოგჯერ ჩხუბობენ, ეს ბუნებრივია. მე ამ არც ერთ ამ ფაზას არ გამოვრიცხავ, მაგრამ მხოლოდ ჩხუბისთვის არ შევდივარ მე და არც ჩემი გუნდი პარლამენტში”, – ეს განცხადება პატრიოტთა ალიანსის ერთ-ერთმა ლიდერმა ირმა ინაშვილმა პარლამენტის პირველი სხდომის დაწყებამდე გააკეთა.

ირმა ინაშვილი ამბობს, რომ ერთ-ერთი პირველი საკითხი, რომელსაც პატრიოტთა ალიანსი პარლამენტში დააყენებს, საარჩევნო კოდექსის შეცვლაა:

“მოვდივარ  დამძიმებული იმ 12 წლით, რაც გავიარე ჩემს გუნდთან ერთად. ეს იყო უსამართლობასთან ბრძოლის წლები. მთავარი საკითხი, რასაც ჩვენ წამოვწევთ, საარჩევნო სისტემის შეცვლა იქნება. პარლამენტი არის ის ადგილი, სადაც მსჯელობენ, კამათობენ, ზოგჯერ ჩხუბობენ, ეს ბუნებრივია, მე ამ არც ერთ ამ ფაზას არ გამოვრიცხავ. მხოლოდ ჩხუბისთვის არ შევდივარ მე და არც ჩემი გუნდი პარლაემნტში”, – თქვა ირმა ინაშვილმა.

“პატრიოტთა ალიანსის” ლიდერი ირმა ინაშვილი ამბობს, რომ პარტია “პატრიოტთა ალიანსი” ხალხის ხმა იქნება პარლამენტში:

“ჩვენ პარლამენტში მოვდივართ იმიტომ, რომ ვიმუშაოთ და არ მოვდივართ იმიტომ, რომ დესტრუქცია მოვაწყოთ. ჩვენი ექვსდეპუტატიანი ფრაქცია გადაწყვეტილების მიღების პროცესზე ზეგავლენას ვერ მოახდენს, მაგრამ ჩვენ ვიქნებით ქართველი ხალხის ხმა პარლამენტში.”

სხდომის დაწყებამდე ერთი საათით ადრე აქტივისტთა ჯგუფები, არასამთავრობო სექტორი და პროფესიული კავშირი პარლამენტის შენობასთან აქციას „აწარმოე რეალური პოლიტიკა“ გამართავს.

აქცია მოუწოდებს პარლამენტარებს,  რეალურად დაიწყონ საზოგადოებრივ საკითხებზე მუშაობა და დღის წესრიგში დააყენონ შემდეგი საკითხები:

1. ქმედითი შრომის ინსპექციის შექმნა
2. დაინერგოს მწვანე ეკონომიკური პოლიტიკის პრინციპები
3. მოხდეს განათლების ფუნდამენტური რეფორმა
4. კეთილდღეობაზე ორიენტირებული ეკონომიკური განვითარება
5. რეპრესიული ნარკოპოლიტიკის დასრულება

დღეს, 18 ნოემბერს, მეცხრე მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა იმართება.

მასალების გადაბეჭდვის წესი