ახალი ამბები

დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი უქმდება

17 ნოემბერი, 2016 • 1614
დიასპორის საკითხებში  სახელმწიფო მინისტრის აპარატი უქმდება

ქართული დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი უქმდება და მის ფუნქციებს საგარეო საქმეთა სამინისტრო შეასრულებს.

ინფორმაცია ამის შესახებ დღეს დიასპორის საკითხებზე გამართულ კონფერენციაზე საგარეო საქმეთა და დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრებმა  დაადასტურეს. ამ საკითხზე საბოლოო გადაწყვეტილებას მთავრობა დღევანდელ სხდომაზე მიიღებს.

საგარეო საქმეთა მინისტრ მიხეილ ჯანელიძის თქმით, საგარეო საქმეთა სამინისტროში დიასპორის დეპარტამენტი შეიქმნება:

“ის ინიციატივები, რომლებიც ასევე სახელმწიფო მინისტრის აპარატის მხრიდან დაინერგა, ეს ინიციატივები ხორციელდება საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ. ჩვენ, შესაბამისად, ვფიქრობთ, რომ ეფექტურობის ასამაღლებლად ჩვენი ურთიერთობების, კავშირების, ასევე იმ საკითხების გადასაჭრელად, რომლებიც დიასპორას აწუხებს, მათი ჩვენს საგარეო პოლიტიკაში უფრო მეტად ჩართულობისთვის, სახალხო დიპლომატიის გასაგრძელებლად მნიშვნელოვანია ამ რესურსების გაერთიანება” .

საგარეო საქმეთა სამინისტროში შექმნილ დეპარტამენტს დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი გელა დუმბაძე აღარ უხელმძღვანელებს. როგორც ამჟამინდელი მინისტრი აცხადებს, ის გეგმავს, დიპლომატიურ საქმიანობას დაუბრუნდეს:

“წლების განმავლობაში დიასპორის სახელმწიფო მინისტრის აპარატში შეიქმნა გუნდი, რომელიც ასევე დინამიკურად გააგრძელებს მუშაობას უფრო მაღალ გემბანზე, დიპლომატიურ ასპარეზზე. ეს არის საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, – ამბობს გელა დუმბაძე.

მასალების გადაბეჭდვის წესი