ახალი ამბებიხელოვნება

ივანიშვილმა დე კუნინგის ტილო 66.3 მლნ დოლარად გაყიდა

17 ნოემბერი, 2016 • 2110
ივანიშვილმა დე კუნინგის ტილო 66.3 მლნ დოლარად გაყიდა

ბლუმბერგის ინფორმაციით, საქართველოს ყოფილმა პრემიერ–მინისტრმა, ბიძინა ივანიშვილმა უილიამ დე კუნინგის მიერ 1997 წელს შექმნილი ტილო 66.3 მილიონ დოლარად გაყიდა.

როგორც ბლუმბერგი წერს, დე კუნინგის ნახატი ბიძინა ივანიშვილის კომპანიამ შპს “ლინდენ მენეჯმენტმა” გაიტანა ნიუ ორკის აუქციონზე გასაყიდად. მათივე ინფორმაციით, დე კუნინგის ნამუშევრებს შორის საქართველოს ყოფილი პრემიერის მიერ გაყიდული ტილო ერთ–ერთი ყველაზე ძვირადღირებულია.

ბლუმბერგის ცნობით, აუქციონში გამარჯვებულია ანონიმური კლიენტი ბრეთ გორვი, რომელიც “კრისტის” გლობალური ხელმძღვანელია. მათივე ინფორმაციით, დე კუნინგის ტილოს ახალი მფლობელი და ბიძინა ივანიშვილი კომენტარებს არ აკეთებენ შეთანხმების შესახებ, თუმცა ირკვევა, რომ მხარეებს შორის ვაჭრობა ტელეფონით შედგა.

ბლუმბერგის ინფორმაციით, ქართველმა მილიარდერმა უილიამ დე კუნინგის ტილო 2009 წლის იანვარში 35 მილიონ დოლარად შეიძინა და 8 წელიწადზე ნაკლებ დროში 89%–იანი მოგება ნახა.

უილიამ დე კუნინგი 1904 წელს ჰოლანდიის ქალაქ როტერდამში დაიბადა, ხოლო 1927 წელს ნიუ ორკში გადაცხოვრდა და სიცოცხლის ბოლომდე აშშ–ში მოღვაწეობდა. დე კუნინგი მე–20 საუკუნის ერთ–ერთი ყველაზე ცნობილი ფერმწერი და სკულპტორია. მისი ყველაზე ძვირადღირებული ტილოა 1955 წელს შესრულებული “ურთიერთგაცვლა”, რომელიც 2015 წლის თებერვალში 300 მილიონ დოლარად გაიყიდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი