ახალი ამბებისამართალი

შსს და სუს-ის ერთობლივი ოპერაცია ნარკოტიკების შეძენა-შენახვაზე ბრალდებულის დასაკავებლად

17 ნოემბერი, 2016 • 1145
შსს და სუს-ის ერთობლივი ოპერაცია ნარკოტიკების შეძენა-შენახვაზე ბრალდებულის დასაკავებლად

შსს-ს და სუს-ის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, თბილისში 60 წლის ჰ.ქ. დააკავეს, რომელიც ირანის ისლამური რესპუბლიკის მოქალაქეა.

“სამართალდამცველებმა დაკავებულის პირადი და დროებითი საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას ნარკოტიკული საშუალება „მეტადონის“ 22 აბი და აბის ნატეხები, ბუპრენორფინის შემცველი ნარკოტიკის 22 აბი და 14 შეკვრად დაფასოებული ოპიუმი ამოიღეს”, – ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ პრესრელიზში.

შსს-ს ცნობით, ნარკოლოგიური შემოწმების შედეგად, ჰ.ქ.-ს ბუპრენორფინის მოხმარების ფაქტი დაუდგინდა.

გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით).

მასალების გადაბეჭდვის წესი