აფიშაახალი ამბები

19 ნოემბერს თბილისში მულტიკულტურულ სივრცე Spacehall-ს Omar S. გახსნის

16 ნოემბერი, 2016 • 2131
19 ნოემბერს თბილისში მულტიკულტურულ სივრცე Spacehall-ს Omar S. გახსნის

19 ნოემბერს, 23:00 საათზე, თბილისში მულტიფუნქციური კულტურული სივრცე/პლატფორმა SPACEHALL პროდიუსერის და დიჯეის, Omar S.-ის საღამოთი გაიხსნება.

SPACEHALL-ის დამფუძნებელთა ინფორმაციით, სივრცე კლუბ Bassiani-ს ოჯახის ახალი წევრია, რომელიც მსმენელს საერთაშორისო დონის მუსიკალურ ბენდებს, ელექტრონულ მუსიკას, საშემსრულებლო ხელოვნების აქტუალურ არტისტებს, ცოცხალ კონცერტებსა და წარმოდგენებს შესთავაზებს. დარბაზი წერეთლის 2 ნომერში, Dinamo Arena-ს ქვეშ, კლუბ Bassiani-ს გვერდით მდებარეობს.

“SPACEHALL თვეში რამდენჯერმე როგორც ტრადიციული ფორმის კონცერტებს, ასევე სხვადასხვა პერფორმანსს უმასპინძლებს და შექმნის სივრცეს, რომლის ფარგლებშიც მსმენელი/მაყურებელი შეძლებს ინტერაქციას მოწვეულ არტისტებთან, ქართველ ხელოვანებს კი მსოფლიო კულტურული პროცესების ნაწილად აქცევს.” – აცხადებენ SPACEHALL-ის შექმნის იდეის ავტორები.

დარბაზის გახსნის სტუმარია Omar S. – პროდიუსერი და დიჯეი დეტროიტიდან. მისი კარიერა 2000-იან წლებში დაიწყო. Theo Parrish-თან ჩაწერილმა კოლაბორაციამ არტისტს საერთაშორისო აღიარება მოუტანა. 2007 წელს გამოსული ტრეკი Psychotic Photosynthesis ონლაინ გამოცემამ Resident Advisor ათწლეულის საუკეთესო ტრეკად დაასახელა. სტუმრები Omar S-თან ერთად ქართველ დიჯეისა და პროდიუსერს, KVANCHI-ს და Vodkast Records-ის დამფუძნებელს, დიჯეისა და ვინილ კოლექტორს, VAKHO-ს მოუსმენენ.

SPACEHALL-ში დაიდებს ბინას ექსპერიმენტული მუსიკალური პროექტი MUZAME, რომლის პირველი ლაივი ახალ სივრცეში 4 დეკემბერს გაიმართება და თანამედროვე ელექტროპოპის ახალ სახეს, დუო EASTER-ს წარუდგენს მსმენელს. უკვე 14 დეკემბერს კი მსმენელი MUZAME-ს ფარგლებში ლეგენდარული შვედური ჯგუფის, დრიმპოპ კოლექტივის, The Radio Dept.-ის ლაივზე დასწრებას შეძლებს.

გგგ

მასალების გადაბეჭდვის წესი