ახალი ამბები

ანონსი – 16 ნოემბერი

16 ნოემბერი, 2016 • 1572
ანონსი – 16 ნოემბერი

11:00 – ,,პირველის პრესკლუბში” სამხედრო ექსპერტი ტრისტან წითელაშვილი პრესკონფერენციას გამართავს. თემა: საკადრო ცვლილებები თავდაცვის სამინისტროში.  მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი ,,დიდუბე პლაზა”, მე-2 სართული.


11:00 – თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი ალექსანდრე ელისაშვილი კომპანია სითი პარკთან დაკავშირებით  ბრიფინგს გამართავს.


11:30 – ,,პირველის პრესკლუბში” უფლებადამცველი ალექსანდრე კობაიძე პრესკონფერენციას გამართავს. თემა: სასამართლო სისტემაში არსებული პრობლემები. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი ,,დიდუბე პლაზა”, მე-2 სართული.


12:00 – MDF-ის 2016 წლის ანგარიშის პრეზენტაცია სიძულვილის ენაზე. კვლევა  საქართველოში ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის მხარდამჭერი USAID-ის პროგრამის (PITA) ფარგლებში გამოიცა. პროგრამას საქართველოს გაეროს ასოციაცია ახორციელებს. ადგილი: MDF-ის ოფისი, 34/36 ქობულეთის ქ, პირველი სადარბაზო, მე-4 სართული.


12:00 –  ,,პირველის პრესკლუბში” ეკონომიკის ექსპერტი ლევან კალანდაძე პრესკონფერენციას გამართავს. თემა: ლარის კურსის დასტაბილურების სამთავრობო გეგმა. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი ,,დიდუბე პლაზა”, მე-2 სართული.


12:00 – სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი მსოფლიო ჩემპიონატიდან წარმატებით დაბრუნებულ საქართველოს სამბოს ეროვნული ნაკრების წევრებს, მწვრთნელებსა და ფედერაციის ხელმძღვანელობას სამინისტროში შეხვდება.


12:00 –  ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის დირექტორი ქეთევან ჩაჩავა და დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელის აღმასრულებელი დირექტორი ნინო ჟვანია თანამშრომლობის მემორანდუმს გააფორმებენ. ღონისძიებას ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი დავით ბაქრაძე და USAID-ის მისიის ხელმძღვანელი დაგლას ბოლი გასნიან. თავისუფლების მოედანი, შ. დადიანის 2/1


12:15  – სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი და გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) წარმომადგენელი საქართველოში რაიმუნდ იელე ხელს მოაწერენ  FAO –საქართველოს  შორის 2016-2020 წლების ჩარჩო ხელშეკრულებას, რომელიც სოფლის მეურნეობის  დარგის ინსტიტუციურ, რეგიონულ და სექტორულ განვითარებს ითვალისწინებს.


13:00 – „საერთაშორისო გამჭვრივალობა – საქართველოს“ ოფისში (აღმაშენებლის გამზირი 61) გაიმართება „კორუფციის გლობალური ბარომეტრის“ კვლევის 2016 წლის შედეგების პრეზენტაცია.  „კორუფციის გლობალური ბარომეტრის“ კვლევა, რომელიც „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ ბერლინის სამდივნომ მოამზადა, ევროპისა და ცენტრალური აზიის 42 ქვეყანას მოიცავს (მათ შორის საქართველოსაც) და ასახავს მოქალაქეთა მოსაზრებებს და პირად გამოცდილებას მათ ქვეყნებში კორუფციის მხრივ არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით.


17:00 –  სასტუმრო თბილისი მერიოტში  სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი საქართველოში კერძო და საჯარო ორგანიზაციებთან პარტნიორობისთვის სპეციალურ ფონდს აფუძნებს.


 

მასალების გადაბეჭდვის წესი