ახალი ამბებისაზოგადოება

“უწყვეტი მრავალფეროვნება” – ტოლერანტობის საერთაშორისო დღე თბილისში

15 ნოემბერი, 2016 • 4690
“უწყვეტი მრავალფეროვნება” – ტოლერანტობის საერთაშორისო დღე თბილისში

“უწყვეტი მრავალფეროვნება” – ასე ჰქვია ტოლერანტობის საერთშორისო დღისადმი მიძღვნილ გამოფენას, რომელიც ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტის ინიციატივით, საქართველოს ეროვნული არქივის გალერეაში დღეს, 15 ნოემბერს გაიხსნა. გამოფენაზე წარმოადგენილია 70-მდე დოკუმენტი, რომლებიც საქართველოს რელიგიურ და ეთნიკურ მრავალფეროვნებას ასახავს.

საგამოფენო დარბაზში გამოტანილ ექსპონატებს შორის არის X საუკუნის პარხლის მრავალთავი, “შუშანიკის წამების” ხელნაწერი, XVII საუკუნეში გადაწერილი ვეფხისტყაოსანი, “ლაილაშის” ბიბლია; მუსლიმური, სომხური, ლათინური, სირიული რელიგიური ტექსტები; სულხან-საბა ორბელიანის “მოგზაურობა ევროპაში”. ასევე მეფე ერეკლე II-ის მიერ მიღებული დეკრეტი, რომელიც ყველა რელიგიურ გაერთიანებას თანასწორ პირობებში აყენებდა. სულხან-საბა ორბელიანის მოგზაურობა ევროპაში, ვაჟ-ფშაველას “კოსმოპოლიტიზმი და პატრიორიზმი” ავტოგრაფით, იტალიელი მისიონერების მოგზაურობის ამსახველი დღიურები. ასევე, დიმიტრი ერმაკოვის მიერ გადაღებული ფოტოები, რომლებიც საქართველოს ეთნიკურ და რელიგიურ მრავალფეროვნებას ასახავს.

"ტოლერანტობის უწყვეტობა" - გამოფენაზე წარმოდგენილი ხელნაწერი საიათნოვას ლექსები 15.11.16 ფოტო: ნეტგაზეთი

“ტოლერანტობის უწყვეტობა” – გამოფენაზე წარმოდგენილი ხელნაწერი საიათნოვას ლექსები 15.11.16 ფოტო: ნეტგაზეთი

"ტოლერანტობის უწყვეტობა" - გამოფენაზე წარმოდგენილი ხელნაწერი "ბალავარიანი" (XIV ს.) 15.11.16 ფოტო: ნეტგაზეთი

“ტოლერანტობის უწყვეტობა” – გამოფენაზე წარმოდგენილი ხელნაწერი “ბალავარიანი” (XIV ს.) 15.11.16 ფოტო: ნეტგაზეთი

"ტოლერანტობის უწყვეტობა" - გამოფენაზე წარმოდგენილი ხელნაწერი "ვისრამიანი" 15.11.16 ფოტო: ნეტგაზეთი

“ტოლერანტობის უწყვეტობა” – გამოფენაზე წარმოდგენილი ხელნაწერი “ვისრამიანი” 15.11.16 ფოტო: ნეტგაზეთი

"ტოლერანტობის უწყვეტობა" - გამოფენაზე წარმოდგენილი დოკუმენტები. 15.11.16 ფოტო: ნეტგაზეთი

“ტოლერანტობის უწყვეტობა” – გამოფენაზე წარმოდგენილი დოკუმენტები. 15.11.16 ფოტო: ნეტგაზეთი

“ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტის” დირექტორი ეკა ჭითანავა ამბობს, რომ მსგავსი გამოფენის არსებობა და საზოგადოებისათვის ისტორიის შეხსენება მნიშვენლოვანია. საქართველოს ისტორია უჩვენებს, რომ ტოლერანტობა და განსახვებული ეთნოსისა და აღმსარებლობის ადამიანების თანაცხოვრება ტრადიციის ნაწილი იყო.

“საქართველოს ისტორია და კულტურა არის ტოლერანტობის ტრადიციის უწყვეტი ჯაჭვი. საგამოფენო სივრცეში წარმოდგენილი დოკუმენტები, ლიტერატურული ნაწარმოებები კი ამაზე მიუთითებს. საბჭო კავშირის მძიმე წარსულის გამო ტოლერანტობა ქართული ტრადიციიდან ამოჭრა და როგორც მერაბ მამარდაშვილი ამბობდა, ტოლერანტობის ჯაჭვიდანაც ამოგვაგდო,” – ამბობს ჭითანავა.

გამოფენის გახსნას ესწრებოდა საქართველოს ევანგელურ ბაპტისტური ეკლესიის ეპისკოპოსი მალხაზ სონღულაშვილი. 15.11.16 ფოტო: ნეტგაზეთი

გამოფენის გახსნას ესწრებოდა საქართველოს ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესიის ეპისკოპოსი მალხაზ სონღულაშვილი. 15.11.16 ფოტო: ნეტგაზეთი

ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესიის ეპისკოპოსი რუსუდან გოცირიძე გამოფენის მნიშვნელობაზე საუბრობს და ამბობს, რომ რთულია მხოლოდ წარმოდგენილი დოკუმენტების საფუძველზე იმსჯელო, რამდენად ტოლერანტული იყო გარემო, რომელშიც ისინი შეიქმნა, თუმცა ფაქტი, რომ ქართული საოგადოებისათვის  მრავალფეროვნება დამახასიათებელი თვისება იყო:

“ასეთი გამოფენა მნიშვნელოვანია პირველ რიგში იმიტომ, რათა ვნახოთ, რომ განსხვავებული მიღება არ არის რაიმე სიახლე, რომელიც ახლა მოგვახვიეს თავს. ეს არის ის ბუნებრივი მდგომარეობა, რომლიდანა ამოსულია ქართული კულტურა. მე არ ვიცი, როგორი სიტუაცია იყო მაშინ, როდესაც ამ ფოტოებს იღებდნენ. ფოტო არის ერთი წამი და შესაძლოა დღეს, რომ თბილისში დავიაროთ ისეთი ლამაზი ფოტოები გადავიღოთ, რომ სამოთხედ მოგვეჩვენოს დღევანდელობა, რაც რეალური არ არის. რთულია ამ ფოტოებზე დაყრდნობით ვისაუბრო რა იყო საუკუნეების უკან, თუმცაღა ის, რომ მრავალფეროვნება ჩვენი კულტურისათვის ბუნებრივია, სულ მცირე ეს გამოფენაც უჩვენებს,” – ამბობს რუსუდან გოცირიძე.

გამოფენა საქართველოშ ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრისა და ეროვნული არქივის მხარდაჭერით მოეწყო.

მასალების გადაბეჭდვის წესი