ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ინტერნეტის თავისუფლების ხარისხი სამხრეთ კავკასიაში

15 ნოემბერი, 2016 • 2050
ინტერნეტის თავისუფლების ხარისხი სამხრეთ კავკასიაში

“Freedom House”-ის ანგარიშის მიხედვით, აზერბაიჯანში, სომხეთსა და საქართველოში წინა 3  წლის მონაცემებთან შედარებით 2016 წელს ინტერნეტის თავისუფლების ხარისხი გაუარესდა.

“Freedom House” ყოველწლიურად აქვეყნებს ინტერნეტის თავისუფლების კვლევას და მსოფლიოს 65 ქვეყნის მონაცემებს ასახავს. 2016 წლის ანგარიშით ორგანიზაცია საქართველოსა და სომხეთს ინტერნეტის თავისუფლების მხრივ კვლავაც თავისუფალ ქვეყნებად მიიჩნევს, აზერბაიჯანი კი   ნაწილობრივ თავისუფალ ქვეყანათა შორისაა.

მიუხედავად იმისა, რომ “Freedom House”-ის 2016 წლის მონაცემებით, საქართველოს მდგომარეობა ინტერნეტის თავისუფლების კუთხით, 1 ქულით გაუარესდა, ქვეყანა რეგიონში ამ კუთხით ლიდერობას მაინც ინარჩუნებს.


Chat Conversation End

ინტერნეტის თავისუფლებას “Freedom House” სამი ძირითადი კრიტერიუმით იკვლევს. მათ შორის, ინტერნეტზე ხელმისაწვდომობა, კონტენტის შეზღუდვა და მომხმარებლების უფლებების დარღვევაა.

აზერბაიჯანში “Freedom House”-ის 2016 წლის კვლევა რამდენიმე მნიშვნელოვან დარღვევას უსვამს ხაზს, რაც ქვეყნისთვის მინიჭებულ ქულებში აისახა:

  • აზერბაიჯანის სოფელ ნარდარანის მოსახლეობას, რომელიც კონსერვატიული, შიიტი ისლამისტების დასაყრდენს წარმოადგენს აზერბაიჯანში, მთავრობამ ინტერნეტი 13 დღის განმავლობაში გათიშა. ეს შეზღუდვა მოსახლეობას, სოფლის მაცხოვრებლებსა და პოლიციას შორის სისხლიანი შეტაკების შემდეგ დაუწესდა.
  • აზერბაიჯანის პროკურატურა ონლაინ მედიასაშუალების “მეიდან TV“-ის საქმეს იძიებდა. უწყება მედიასაშუალებას ბიზნესის კრიმინალურად წარმოებაში ადანაშაულებდა. დაკითხეს მედიასაშუალების რამდენიმე აზერბაიჯანელი ჟურნალისტი. 
  • ფეისბუკში გამოქვეყნებული სტატუსის გამო თავს დაესხნენ აზერბაიჯანელ ჟურნალისტს. დამოუკიდებელი ჟურნალისტი რასიმ ალიევი საკუთარ ფეისბუკ სტატუსში ერთ-ერთ ფეხბურთელს აკრიტიკებდა.  თავდასხმის დროს მიყენებული მძიმე დაზიანებების გამო ჟურნალისტი გარდაიცვალა.
  • მიმდინარე წელს აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ათობით პოლიტიკური პატიმარი შეიწყალა. შეწყალებულთა შორის ონლაინ-გამოცემების ჟურნალისტებიც იყვნენ. თუმცა “Freedom House” აღნიშნავს, რომ 2016 წლის განმავლობაში კიდევ რამდენიმე ჟურნალისტი დააპატიმრეს და ბევრი მათგანი კვლავ გისოსებს მიღმა რჩება.

“Freedom House ” 2016 წლის ანგარიშში გამოყოფს სომხეთში განვითარებულ რამდენიმე მოვლენას, რომელმაც ქვეყნის მონაცემებზე გავლენა იქონია:

  • 2016 წლის ივლისში, შეიარაღებული დაჯგუფებებისა და სამთავრობო ძალების შეტაკების დროს, სომხეთის მასშტაბით ბევრი ინტერნეტ-პროვაიდერის მომხმარებლისთვის ფეისბუკის ხელმისაწვდომობა იყო შეზღუდული.   
  • აპრილში სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სადავო მთიანი ყარაბაღის ტერიტორიაზე შეიარაღებული დაპირისპირება დაიწყო. კონფლიქტის განმავლობაში ონლაინ კომენტატორები თვითცენზურას ინარჩუნებდნენ.
  • 2015 წლის ივნისში პოლიციამ ჟურნალისტებს ერევანში, აქციიდან პირდაპირი ეთერი ჩაუშალა, სცემა და აღჭურვილობა ჩამოართვა მათ.
  • 2015 წლის ივლისში სატირული “იუთუბ” არხის SOS TV-ს დამფუძნებლებს სასამართლო ედავებოდა. მათ ბოდიშის მოხდას და ჯარიმის გადახდას სთხოვდნენ ვიდეოს განთავსებისთვის, რომლის გამოც მათ სომხეთის პოლიციის შეურაცხყოფაში ადანაშაულებდნენ.


Chat Conversation End

ორგანიზაციის მიერ საქართველოში წარმოებულ კვლევაში მნიშვნელოვან ფაქტორებად დასახელდა საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება მომხმარებლების პირადი მონაცემების დაცვის კუთხით რამდენიმე სოციალური პლატფორმის დროებით დაბლოკვა და ინტერნეტ მომხმარებლის დაკავება:

  • 2016 წლის აპრილში ონლაინ კონფიდენციალურობის დასაცავად საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ  ანტიკონსტიტუციურად ცნო კანონი, რომელიც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს  პირდაპირ წვდომას აძლევს მომხმარებლების მონაცემებზე;
  • მცირე ხნით WordPress და YouTube დაიბლოკა მაშინ, როცა ხელისუფლება ცდილობდა აღნიშნულ პლატფორმებზე განთავსებული კონტენტის წაშლას (ფარული ჩანაწერების გავრცელება);
  • ინტერნეტ-მომხმარებელი სულხან წულაძე ერთი თვის მანძილზე იყო დაკავებული ფორუმზე განთავსებული პოსტის გამო, რომელიც გამოგონილ თავდასხმას აღწერდა საქართველოში აშშ-ის ელჩზე. მოგვიანებით მან განაცხადა, რომ ეს ხუმრობა იყო.

მასალების გადაბეჭდვის წესი