ახალი ამბები

ხატია დეკანოიძემ უკრაინის ეროვნული პოლიციის უფროსის თანამდებობა დატოვა

14 ნოემბერი, 2016 • 2775
ხატია დეკანოიძემ უკრაინის ეროვნული პოლიციის უფროსის თანამდებობა დატოვა

უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის, არსენ ავაკოვის ინფორმაციით, ხატია დეკანოიძე უკრაინის ეროვნული პოლიციის უფროსის თანამდებობას ტოვებს. როგორც ავაკოვი ფეისბუკზე წერს, გადადგომის შესახებ დეკანოიძემ განცხადებით მიმართა.

ხატია დეკანოიძემ ზემოხსენებულ თანამდებობაზე 1 წლის განმავლობაში იმუშავა.

ავაკოვი დეკანოიძეს ეფექტურ მენეჯერად აფასებს და ამბობს, რომ მის გადაწყვეტილებას პატივს სცემს, ხოლო სამომავლოდ წარმატებას უსურვებს.

დეკანოიძემდე უკრაინაში დაკავებული თანამდბეობა საქართველოს მე-3 პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა დატოვა. იგი ოდესის გუბერნატორის პოსტს იკავებდა. ოდესის ყოფილმა გუბერნატორმა, მიხეილ სააკაშვილმა უკრაინაში ახალი პოლიტიკური პარტიის შექმნის შესახებაც განაცხადა.

მასალების გადაბეჭდვის წესი