ახალი ამბები

13 ნოემბრის ტერაქტიდან 1 წლის შემდეგ პარიზში ბატაკლანის დარბაზი სტინგმა გახსნა

13 ნოემბერი, 2016 • 1820
13 ნოემბრის ტერაქტიდან 1 წლის შემდეგ პარიზში ბატაკლანის დარბაზი სტინგმა გახსნა

2015 წლის 13 ნოემბრის ტერიროსტული თავდასხმიდან 1 წლის შემდეგ პარიზში ცნობილი საკონცერტო დარბაზი ბატაკლანი ბრიტანელი მუსიკოსის სტინგის კონცერტით გაიხსნა. დარბაზი ტერაქტის ერთ-ერთი მთავარი სამიზნე იყო, სადაც ტერიროსტებმა როკ-კონცერტის დროს 90 ადამიანი მოკლეს.

ამჯერად სტინგის კონცერტს გარდაცვლილთა ოჯახის წევრები და ის ადამიანები ესწრებოდნენ, ვინც გასულ წელს ტერაქტს გადაურჩნენ.

Guardian წერს, რომ საკონცერტო დარბაზი The Eagle of Death Metal-ს უნდა გაეხსნა, სწორედ ამ ბენდის კონცერტი იმართებოდა ბატაკლანში ტერაქტის დროს, თუმცა ბენდის ერთ-ერთმა წევრმა განაცხადა, რომ შესაძლოა ტერაქტის მომზადებაში დარბაზის თანამშორმლებიც მონაწილეობდნენ. ამ განცხადების შემდეგ მათი კონცერტი დარბაზმის ხელმძღვანლებმა გააუქმეს.

სტინგის კონცერტი ბატაკლანის დარბაზში. 13.11.16 ფოტო: EPA/BORIS ALLIN /

სტინგის კონცერტი ბატაკლანის დარბაზში. 13.11.16 ფოტო: EPA/BORIS ALLIN /

2015 წლის 13 ნოემბრის მოვლენები პარიზში:

გასული წლის 13 ნოემბერს ტერაქტების სერიას საფრანგეთის დედაქალაქში 130 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა 350-ზე მეტი კი დაშავდა. თავდასხმებზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფება ისლამურმა სახელმწიფომ (ISIS) აიღო. აფეთქებები და შეიარაღებული თავდასხმები ერთდროულად 6 სხვადასხვა ადგილას – საკონცერტო დარბაზში, სტადიონის, რესტორნებისა და ბარების ახლოს მოხდა. აფეთქებები “სტად დე ფრანსის” ერთ-ერთ შესასვლელთან მაშინ მოხდა, როდესაც სტადიონზე საფრანგეთსა და გერმანიის ეროვნულ ნაკრებებს შორის საფეხბურთო მატჩი იმართებოდა. მატჩს სახელმწიფო პირები ესწრებოდნენ.

ბატაკლანის საკონცერტო დარბაზში თავდამსხმელებმა მძევლების აყვანაც შეძლეს. პოლიციამ დარბაზში ჩატარბეული სპეცოპერაციისას 8 ტერორისტი მოკლა.  ჯამში, 7 -მა ტერორისტმა შეძლო თავი დანაღმული ქამრებით აიფეთქებინათ.

მომხდარიდან რამდენიმე საათში, პრეზიდენტ ფრანსუა ოლანდის ბრძანებით, ქვეყანაში საგანგებო სიტუაცია გამოცხადდა და სახმელეთო საზღვარი ჩაიკეტა.

ტერაქტების დაგეგმვის ბრალდებით საფრანგეთის პოლიციამ რადენიმე ადამიანი დააკავა.

51398

ბატაკლანის დარბაზიდან ხალხი ავტობუსებით გადაჰყავდათ. 13.11.15 ფოტო: EPA

მასალების გადაბეჭდვის წესი