ახალი ამბები

საქართველო 1:1 მოლდოვა – მორიგი მოუგებელი მატჩი

12 ნოემბერი, 2016 • 2141
საქართველო 1:1 მოლდოვა – მორიგი მოუგებელი მატჩი

საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევის მეოთხე შეხვედრაში ჯგუფის აუტსაიდერი მოლდოვაც ვერ დაამარცხა. საქართველოს ნაკრებს მხოლოდ 2 ქულა და მსოფლიო ჩემპიონატზე გასვლის მინიმალური შანსი აქვს.

თბილისში, დინამო არენაზე, მოლდოვასთან შეხვედრაში საქართველოს ნაკრებმა ვაკო ყაზაიშვილის ეფექტური დარტყმით გახსნა ანგარიში და თითქმის მთელი მატჩის განმავლობაში ინარჩუნებდა სხვაობას, თუმცა სტუმრებმა 78-ე წუთზე ასევე ლამაზი გოლით შეძლეს ანგარიშის გათანაბრება.

2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის D ჯგუფში ორი ქულით საქართველოს ნაკრები მეხუთე ადგილზეა, ხოლო მოლდოვამ თავისი ერთადერთი ქულა დღეს თბილისში საქართველოს ნაკრებთან მოიპოვა და ბოლო ადგილზე იმყოფება; ორივე ნაკრებს პრაქტიკულად უკვე დაკარგული აქვს მსოფლიო ჩემპიონატზე მოხვედრის შანსი, რომელსაც 2018 წელს რუსეთი უმასპინძლებს.

საქართველოს ნაკრების ჯგუფში პირველ ადგილზე 10 ქულით ირლანდიაა, ხოლო მეორეზე- სერბეთი. თუმცა ამ უკანასკნელს მეოთხე მატჩი ჯერ არ გაუმართავს. ამავე ჯგუფში მესამე ადგილზეა ჯგუფის ერთ-ერთი ლიდერი უელსის ნაკრები, რომელიც სწორედ სერბეთს ეთამაშება მეოთხე შეხვედრას. უელსს ერთი მოგება და ორი ფრე აქვს – წინა თამაში საქართველო ბეილის ნაკრებს კარდიფში 1-1 ეთამაშა. ჯგუფში 4 ქულა აქვს ავსტრიას, რომელიც დღეს ირლანდიასთან საკუთარ მოედანზე დამარცხდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი