ახალი ამბები

ზუგდიდში ალასანიას კონკურენტი ახალაია იქნება

21 აგვისტო, 2012 • • 1000
ზუგდიდში ალასანიას კონკურენტი ახალაია იქნება

როლანდ ახალაია სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურორის თანამდებობაზე 2004 წელს დაინიშნა და დღემდე ამ თანამდებობაზეა.

მანამდე ის მუშაობდა ზუგდიდის პროკურატურაში პროკურორად, იუსტიციის სამინისტროში გენერალური ინსპექციის სამსახურებრივი მოკვლევის სამმართველოს უფროსად.   

როლანდ ახალაიას, მის შვილებს – ბაჩო და დათა ახალაიებს, ოპოზიციური პარტიის წარმომდგენლები ადანაშაულებენ ზუგდიდში კლანური მმართველობის შექმნასა და ზონდერჯგუფების ჩამოყალიბებაში.

ზუგდიდში მმართველი პარტიის კონკურენტი კოალიცია “ქართული ოცნების” მხრიდან ირაკლი ალასანიაა.

ირაკლი ალასანიამ მისი კონკურენტი ღიად დაადანაშაულა სამეგრელოში შეიარაღებული ფორმირების ჩამოყალიბებაში, რომელიც, მისივე თქმით, რეგიონში ოპოზიციური ძალების წინააღმდეგ შეიქმნა.

მასალების გადაბეჭდვის წესი