ახალი ამბები

სტიქიამ ქვემო ქართლში ყველაზე მეტად მარნეული დააზარალა

21 აგვისტო, 2012 • • 1215
სტიქიამ ქვემო ქართლში ყველაზე მეტად მარნეული დააზარალა

გუბერნატორი არ გამორიცხავს, რომ საჭიროების შემთხვევაში, მარნეულის მუნიციპალიტეტში დაზარალებულ ოჯახებზე კომპენსაცია გაიცეს.

 

“ზუსტი ზარალის ოდენობა რამდენიმე საათში გვეცოდინება. არ გამოვრიცხავ კომპენსაციებს იმ სოფლებში, სადაც მოსახლეობა მოსავლის გარეშეა დარჩენილი. რაც შეეხება რუსთავს, სტიქიამ დააზიანა რამდენიმე მანქანა და საცხოვრებელი სახლის სახურავები, ამ სახლებში უკვე მიდის სამშენებლო მასალების შეტანა, ხოლო ნახევრადსარდაფებში მიმდინარეობს წყლის ამოტუმბვა,” – განუცხადა დავთ კირკიტაძემ “ნეტგაზეთს”

 

გუბერნატორის ინფორმაციით, რუსთავში ექვსი საცხოვრებელი სახლია სახურავის გარეშე დარჩენილი, ასევე, ხის დაცემის შედეგადად დამტვრებულია ორი მანქანა, თუმცა მოსახლეობაში მსხვერპლი არ არის.  

 

გუშინ საღამოს ქვემო ქართლის რეგიონში ძლიერი წვიმა და სეტყვა მოვიდა, სტიქიას თან ახლდა ძლიერი ქარიც, რამაც ქალაქ რუსთავის დატბორვა და სახლების დაზიანება გამოიწვია.

მასალების გადაბეჭდვის წესი