ახალი ამბები

ტრამპის მხარდაჭერის გამო New Balance-ის ბოტასებს პროტესტის ნიშნად წვავენ

11 ნოემბერი, 2016 • 1244
ტრამპის მხარდაჭერის გამო New Balance-ის ბოტასებს პროტესტის ნიშნად წვავენ

მას შემდეგ, რაც სპორტული ფეხსაცმლის მწარმოებელმა კომპანიამ New Balance აშშ-ის ახლად არჩეულ პრეიდენტს, დონალდ ტრამპს მხარდაჭერა გამოუცხადა, მოქალაქეები კომპანიას პროტესტს უცხადებენ.

სოციალურ ქსელებში გავრცელდა ვიდეოები, სადაც განაწყენებული მოქალაქეები New Balance-ის ბრენდის ბოტასებს ნაგავში ყრიან, ან ცეცხლს უკიდებენ.

მეთიუ ლებრეტონმა, New Balance-ის ვიცეპრეიდენმა საოგადეობასთან ურთიერთობის საკითხებში, 9 ნოემბერს Wall Street Journal-ისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ ტრამპის არჩევის შემდეგ ვითარება უკეთესობისკენ შეიცვლება.

New Balance აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტის, ბარაკ ობამას პოლიტიკის წინააღმდეგი იყო, განსაკუთრებით წყნარი ოკეანის ქვეყნებთან დადებული თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებისა, რომელიც აშშ-სა და წყნარი ოკეანის 11 ქვეყანას აერთიანებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი