ახალი ამბები

“ქართული ოცნება” ცესკო–ს მიერ საარჩევნო ნომრად 41–ის მინიჭებას გაასაჩივრებს

20 აგვისტო, 2012 • • 1449
“ქართული ოცნება” ცესკო–ს მიერ საარჩევნო ნომრად 41–ის მინიჭებას გაასაჩივრებს

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ წილისყრით კოალიცია “ქართულ ოცნებას” საარჩევნო ნომრად “41” მიანიჭა.

კოალიცია “ქართული ოცნების” წევრმა ზვიად ძიძიგურმა სრულიად უკანონოდ შეაფასა ბლოკისთვის ნომერი “7”–ის ჩამორთმევა და სანაცვლოდ “41”–ის მინიჭება.

“ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ სრულიად უკანონოდ, პოლიტიკური მოტივით მოგვანიჭა ნომერი “41”. კიდევ ვიმეორებ, ამ გადაწყვეტილებას არაფერი საერთო არ აქვს კანონიერებასთან და უკანონოდ მოხდა ჩვენთვის ნომერი “7”–ის ჩამორთმევა. ჩვენ უახლოეს საათებში გავასაჩივრებთ ამ განცხადებას”, – განუცხადა “ნეტგაზეთს” ზვიად ძიძიგურმა და აქვე დასძინა, რომ ამ მოთხოვნით საპროტესტო აქციებიც მოეწყობა.

ცესკოს განმარტებით, იმისათვის, რომ საარჩევნო ბლოკმა დაიტოვოს მასში შემავალი ერთ-ერთი სუბიექტის რიგითი ნომერი, “ბლოკში შემავალ ყველა პარტიას მონაწილეობა უნდა ჰქონდეს მიღებული 2008 წლის საპარლამენტო არჩევნებში. წინააღმდეგ შემთხვევაში, ბლოკის რიგითი ნომერი უნდა განისაზღვროს წილისყრით, არჩევნებამდე არაუგვიანეს 37 დღისა, ანუ 25 აგვისტომდე.”


მასალების გადაბეჭდვის წესი