ახალი ამბები

გლდანის ციხეში 20 წლის პატიმრის სიკვდილი არ დასტურდება

20 აგვისტო, 2012 • • 1069
გლდანის ციხეში 20 წლის პატიმრის სიკვდილი არ დასტურდება

საქართველოს სახალხო დამცველი გიორგი ტუღუში უარყოფს გუშინ, 19 აგვისტოს, სხვადასხვა მედიასაშუალებების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას გლდანის #8 საპყრობილეში 20 წლის პატიმრის, გიორგი ბალიაშვილის გარდაცვალების  შესახებ.

 

“2012 წლის 20 აგვისტოს სახალხო დამცველის წარმომადგნელები იმყოფებოდნენ გლდანის #8 დაწესებულებაში, სადაც სასჯელს იხდის 2 გიორგი ბალიაშვილი. სახალხო დამცველის წარმომადგნელები პირდად შეხვდენენ მსჯავრდებულებს და გაესაუბრნენ მათ. 1991 წელს დაბადებული მსჯავრდებულ გიორგი ბალიაშვილი, რომელიც მედიაში გავრცელებული ინფორმაციით 10 დღის წინ გარდაიცვალა, ცოცხალია და თავს კარგად გრძნობს.

საქართველოს სახალხო დამცველი კიდევ ერთხელ მოუწოდებს ყველა დაინტერესებულ მხარესა და ფიზიკურ პირებს, თავი შეიკავონ გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებისგან, მით უმეტეს, როდესაც ეს ინფორმაცია ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას ეხება, რადგან ყოველივე ამან შესაძლებელია ზიანი მიაყენოს თავისუფლებაღკვეთილ პირებს და ასევე მათი ოჯახის წევრებსა და ახლობლებს”, – ნათქვამია ომბუდსმენის განცხადებაში, რომელიც დღეს, 20 აგვისტოს გავრცელდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი