ახალი ამბები

მმართველი პარტია პოლიტიკური ძალების სიის პირველ ნომრებს დებატებში იწვევს

20 აგვისტო, 2012 • • 1047
მმართველი პარტია პოლიტიკური ძალების სიის პირველ ნომრებს დებატებში იწვევს
აღნიშნულის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პრესსპიკერმა ჩიორა თაქთაიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოს მოქალაქეებს უნდა ჰქონდეთ შესაძლებლობა, გაეცნონ თითოეული პოლიტიკური ძალის მიერ წარდგენილი პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის პროგრამას, ასევე უშუალოდ სიის პირველი ნომრისგან მოისმინონ, თუ როგორ გეგმავენ ისინი თავიანთი მოქალაქეებისათვის მნიშვნელოვანი პრობლემების გადაჭრას, ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკის წარმართვას.

“შესაბამისად, ჩვენი ორივე პოლიტიკური ლიდერი – ბატონი ვანო მერაბიშვილი და ბატონი დავით ბაქრაძე მზად არიან პოლიტიკურ დებატებში მონაწილეობის მისაღებად”, – ამბობს თაქთაქიშვილი და იმედს გამოთქვამს, რომ  ყველა ის პოლიტიკური ძალა, რომლისთვისაც მნიშვნელოვანია ქვეყანაში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარება, დადებითად გამოეხმაურება ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წინადადებას.

დღესვე კოალიცია “ქართული ოცნების” ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა  საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ტელედებატებში გამოიწვია.

ეს იქნება ყველა სწორი და ეფექტური,” – განაცხადა ივანიშვილმა.

მისივე თქმით, თუკი სააკაშვილი არ დათანხმდება ამ შეთავაზებას, ის მზადაა ტელედებატები გამართოს ხელისუგლების წარმომადგენლების ჯგუფთან:

“ერთ კაცთან არ დავჯდები, შეუძლიათ 5 ან 7-ზე მეტი შეიკრიბონ, პარლამენტის ან მთავრობის წევრები და მე მათთან გავმართავ დებატებს”, – განაცხადა ივანიშვილმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი