ახალი ამბებირეკლამა

ფონდმა „სიცოცხლის ხე“ შშმ ბავშვებისთვის კიდევ ერთი ინკლუზიური საგანმანათლებლო სივრცე შექმნა

11 ნოემბერი, 2016 • 1753
ფონდმა „სიცოცხლის ხე“ შშმ ბავშვებისთვის კიდევ ერთი ინკლუზიური საგანმანათლებლო სივრცე შექმნა

საქართველოს ბანკის ფონდმა „სიცოცხლის ხე“ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე (შშმ) ბავშვებისთვის, კიდევ ერთი ინკლუზიური საგანმანათლებლო სივრცე მოაწყო. ფონდმა „სიცოცხლის ხე“ ორგანიზაციას „მზის შვილები“, 150-ზე მეტი დასახელების საგანმანათლებლო და მხატვრული წიგნები, ასევე თავალსაჩინო მასალით აღჭურვილი და მოტორიკის განმავითარებელი სათამაშოები, გადასცა. ორგანიზაციას 21 ბენეფიციარი ყავს, დღეიდან ისინი შეძლებენ სპეციალური ავეჯით და თვალსჩინო მასალით აღჭურვილ სივრცეში , სწორედ მათი საჭიროებებიდან გამომდინარე, მიიღონ ინკლუზიური განათლება და კიდევ უფრო მეტად მოახდინონ სოციალური ინტეგრაცია.  

ორგანიზაცია „მზის შვილები“-ს ბენეფიციარები არიან, დაუნის სინდრომის  და აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვები. „სიცოცხლის ხის“ მიერ მოწყობილ ინკლუზიურ საგანმანათლებლო  სივრცეში კი სპეციალური  სათამაშოების დახმარებით წარიმართება მეცადინეობა, ნატიფი მოტორიკის განვითარებისა და წერითი უნარჩვევების გამომუშავებისათვის. ამასთან, ინკლუზიური საგანმანათლებლო ოთახის რეორგანიზაცია ადვილად არის შესაძლებელი, მოსწავლის ინდივიდუალური  სასწავლო მიზნებიდან გამომდინარე. ასევე, სპეციალური მეთოდით არის განლაგებული მრავალფეროვანი სამუშაო მასალები სხვადასხვა სირთულის დავალებების შესასრულებლად

დამატებითი ინფორმაცია იხილეთ: www.tree.ge

ფონდმა „სიცოცხლის ხე“ შშმ ბავშვებისთვის კიდევ ერთი ინკლუზიური საგანმანათლებლო სივრცე შექმნა ფოტო: საქართველოს ბანკი

ფონდმა „სიცოცხლის ხე“ შშმ ბავშვებისთვის კიდევ ერთი ინკლუზიური საგანმანათლებლო სივრცე შექმნა
ფოტო: საქართველოს ბანკი

მასალების გადაბეჭდვის წესი