ახალი ამბები

კახეთში სექსუალური ხასიათის ძალმომრეობითი მოქმედების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

11 ნოემბერი, 2016 • 1366
კახეთში სექსუალური ხასიათის ძალმომრეობითი მოქმედების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

კახეთში სექსუალური ხასიათის ძალმომრეობითი მოქმედების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს – ამის შესახენ ნეტგაზეთს შინაგან საქმეთა საინისტროში განუცხადეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 138-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სექსუალური ხასიათის ძალმომრეობით ქმედებას გულისხმობს.

მედიით გავრცელებული ინფორმაციით, საქმე ეხება შვილის მიერ საკუთარ დედასთან სექსუალური კავშირის დამყარების მცდელობას. თუმცა შინაგან საქმეთა სამინისტროში დეტალებზე არ საუბრობენ და აცხადებენ, რომ გამოძიება მიმდინარეობს.

უწყების პრესამსახურის ცნობითვე, ფაქტი ორშაბათს, 7 ნოემბერს მოხდა. მათივე ინფორმაციით, პირი ცხელ კვალზე, ინფორმაციის მიღებისთანავე დააკავეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი