აფიშაახალი ამბები

თბილისის ჯაზფესტივალი 10-13 ნოემბერს გაიმართება

10 ნოემბერი, 2016 • 1820
თბილისის ჯაზფესტივალი 10-13 ნოემბერს გაიმართება

თბილისის საკონცერტო დარბაზში 10-13 ნოემბერს თბილისის რიგით მე-19 ჯაზ-ფესტივალი გაიმართება.

10 ნოემბერს ფესტივალს ბრიტანელი ჯაზშემსრულებელი ჯეიმი კალუმი გახსნის. 11 ნოემბერს კი ქართველი მელომანების წინაშე გრემის მფლობელი მესაყვირე, მულტიინსტრუმენტალისტი, კომპოზიტორი ნიკოლას პეიტონი წარდგება. ორგანიზატორთა ინფორმაციით, წლევანდელი ჯაზფესტივალის 4-დღიანი საკონცერტო პროგრამის მონაწილეა ასევე ცნობილი ჰოლანდილი საქსაფონისტი ქენდი დალფერი, რომელიც საქართველოს ევროპული ტურნეს ფარგლებში ეწვევა. ფესტივალს ჯაზვოკალისტის, გრეგორი პორტერის კონცერტი დახურავს.

ფესტივალის პროგრამა:

  • 10 ნოემბერი – 20:00 სთ – თბილისის საკონცერტო დარბაზი – ჯეიმი კალუმი
  • 11 ნოემბერი 20:00 სთ – თბილისის ივენთ ჰოლი -ნიკოლას პეიტონის ტრიო
  • 12 ნოემბერი- 20:00 სთ – თბილისის საკონცერტო დარბაზი – ქენდი დალფერი
  • 13 ნოემბერი – 20:00 სთ – თბილისის საკონცერტო დარბაზი – გრეგორი პორტერი

მასალების გადაბეჭდვის წესი