la-kkaplan-1478566046-snap-photo

მეცნიერთა თქმით, უკაბელო სიგნალით პარალიზებული კიდურების ამოძრავებაა შესაძლებელი

საერთაშორისო მკვლევართა ჯგუფმა მნიშვნელოვანი აღმოჩენა გააკეთა. ისინი ამტკიცებენ, რომ მათ მიერ შექმნილ მოწყობილობასა და გადამცემ სისიტემას შეუძლია პაციენტებს, რომლებიც ხერხემლის ტრავმების გამო პარალიზებული არიან, სიარულის უნარი დაუბრუნონ.

ნერვული პროთეზის გამოყენებით, რომელიც ტვინსა და ხერხემალს შორის უკაბელო სიგნალის მიმღები მოწყობილობაა, მეცნიერებმა მოახერხეს და რამდენიმე ტრავმირებულ მაიმუნს სიარულის უნარი დაუბრუნეს. მეცნიერების განცხადებით, ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც პრიმატებმა სიარული შეძლეს.

ნეუროსენსორი ტვინის მოტორულ ნაწილში მაგრდება, ხოლო ხერხემლის სტიმულატორი – ხერხემლის დაზიანებულ ნაწილში. ორივე მოწყობილობა ერთმანეთთან კავშირს სიგნალის დახმარებთ ამყარებს.

მეცნიერი გრეგორი კურტინი, რომელსაც ხელში მოწყობილობის მოდელი უჭირავს. ფოტო: (AFP Photo/)

მეცნიერთა ჯგუფის ხელმძღვანელი გრეგორი კურტინი, რომელსაც ხელში მოწყობილობის მოდელი უჭირავს. ფოტო: (AFP Photo/)

მცირე ზომის ნეუროსენსორი იწერს ტვინის მოტორული ნაწილიდან მიღებულ სიგნალებს, ეს არის ნაწილი, რომელიც ადამიანის მოძრაობას აკონტროლებს და უგზავნის მონაცემებს კომპიუტერულ ნაწილს, რომელიც გზავნილს დაშიფრავს და გადასცემს ხერხემლის სიმულატორს. სიმულატორი კი გზავნილის შესაბამის “გადაწყვეტილებას” მიიღებს.

ბრაუნის უნივერსიტეტის ასისტენტის, პროფესორ დევიდ ბორტონის განცხადებით, სისტემის დახმარებით მაიმუნებმა, რომლებზეც ექსპერიმენტი ჩატარდა, თითქმის დაიბრუნეს სიარულის უნარი. მკვლევარების ჯგუფი იმედოვნებს, რომ მსგავსი სისტემის შექმნა და გამოცდა ადამიანების სხეულისთვისაც შესაძლებელი იქნება.

“ლოს ანჯელეს თაიმსის” ინფორმაციით, ექსპერიმენტის ჩასატარებლად მკვლევარების ჯგუფმა 9 მაიმუნს ხერხემალი განზრახ დაუზიანა. კვლევა ჩინეთში ჩატარდა, რადგან ადგილობრივი კანონდებლობა ცხოველებზე ექსპერიმენტების ჩატარებისათვის ისეთ მკაცრ რეგულაციებს არ აწესებს, როგორც ევროკავშირი.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი