ახალი ამბები

გენშტაბის უფროსის, ვახტანგ კაპანაძის შემცვლელი 22 ნოემბერს დასახელდება

10 ნოემბერი, 2016 • 2544
გენშტაბის უფროსის, ვახტანგ კაპანაძის შემცვლელი 22 ნოემბერს დასახელდება

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის, გენერალ-მაიორ ვახტანგ კაპანაძის შემცვლელის ვინაობა ცნობილი 22 ნოემბერს გახდება.

ნეტგაზეთს თავდაცვის სამინისტროს  პრესსამსახურში დასმულ შეკიხვაზე, მართალია თუ არა გავრცელებული ინფორმაცია, რომ ამ პოსტზე კაპანაძეს ვახტანგ ჩაჩიბაია შეცვლის, პასუხობენ, რომ შემცვლელის ვინაობა ცნობილი 22 ნოემბერს გახდება. ინფორმაცია, რომ კაპანაძეს ვახტანგ ჩაჩიბაია შეცვლის, გაავრცელა ონლაინ-გამოცემა 2030-მა, რომელიც “ქართული ოცნების” დამფუძნებელ ბიძინა ივანიშვილის ოჯახის მფლობელობაში არსებულ ტელეკომპანია GDS-ის საკუთრებაა.

“გენერალ კაპანაძეს 22 ნოემბერს ეწურება უფლებამოსილების ვადა გენშტაბის ხელმძღვანელის პოზიციაზე. ვინ დაიკავებს მის ადგილს, ვინ იქნება შემცვლელი, სწორედ 22-ში გახდება ცნობილი,”- განუცხადეს ნეტაგზეთს თავდაცვის სამინისტროს პრესსმსახურში.

გაერთიანებული შტაბის უფროსად ვახტანგ კაპანაძე 2013 წლის 22 ნოემბერს დაინიშნა. ამჟამად ვლადიმერ ჩაჩიბაია გენშტაბის უფროსის პირველი მოადგილეა.

გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე, გენარალი ვლადიმერ ჩაჩიბაია. 10.11.16 ფორო: ნეტგაზეთი

გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე, გენარალი ვლადიმერ ჩაჩიბაია. 10.11.16 ფოტო: ნეტგაზეთი

მასალების გადაბეჭდვის წესი