ტრამპი არაა ჩემი პრეზიდენტი! – საპროტესტო აქციები აშშ-ის ქალაქებში

დონალდ ტრამპის აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებას  შტატებში საპროტესტო ტალღა მოჰყვა. ათასობით მანიფესტანტი ქვეყნის რამდენიმე ქალაქის ქუჩებში შეძახილებით – “ტრამპი არაა ჩემი პრეზიდენტი” გამოვიდა. პროტესტმა ისეთი დიდი ქალაქები მოიცვა, როგორიცაა ნიუ-იორკი, ჩიკაგო, სან-ფრანცისკო, ოკლანდი, ფილადელფია და სიეტლი. აქციის მონაწილეები ტრამპს რასიზმში, სექსიზმსა და ქსენოფობიაში ადანაშაულებენ.

ხალხი აპროტესტებს დონალდ ტრამპის გამარჯვებას აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში EPA/EUGENE GARCIA

ხალხი აპროტესტებს დონალდ ტრამპის გამარჯვებას აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში EPA/EUGENE GARCIA

ნიუ-იორკში მანიფესტანტებმა “ტრამპ თაუერამდე” მსვლელობა მოაწყვეს. როგორც ნიუ-იორკის პოლიციის დეპარტამენტი იტყობინება, აქციას 5 000-მდე ადამიანი შუერთდა. აქციის მონაწილეები აგრესიული შეძახილებით გამოირჩეოდნენ.

“ის საშინელი კაცია. ტრამპი არაა იმ ამერიკის ლიდერი, რომელშიც ვცხოვრობ – ან ამერიკის, რომელშიც მეგონა, ვცხოვრობდი” – ამბობს ნიუ იორკში აქციის ერთ-ერთი მონაწილე The Guardian-თან ინტერვიუში.

ხალხი აპროტესტებს დონალდ ტრამპის გამარჯვებას აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში EPA/EUGENE GARCIA

ხალხი აპროტესტებს დონალდ ტრამპის გამარჯვებას აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში EPA/EUGENE GARCIA

ტრამპის გამარჯვებას აპროტესტებდა ჩიკაგოს მოსახლეობაც. ქალაქში, რომელიც დემოკრატების მხარდაჭერითაა ცნობილი, დონალდ ტრამპის ერთ-ერთ სასტუმროსთან შეიკრიბნენ დემონსტრანტები:

“გაბრაზებული ვარ, ძალიან ვღელავ, როგორი იქნება მომავალი ოთხი წელი” – ამბობს ჩიკაგოს აქციის მონაწილე პარკერ სმიტი. პროტესტი მდიდრული შენობის ქვეშ რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. აქციის მონაწილეების ბანერები  ლგბტ უფლებებს, შავკანიანი მოსახლეობის ცხოვრებას და ქალის რეპროდუქციულ ჯანმრთელობას ეხებოდა.  აქციაზე ფრილებდა მექსიკის დროშებიც. “ჩვენ პრეზიდენტი გვჭირდება0 არა რასისტი” – სკანდირებდნენ აქციის მონაწილეები.

საპროტექსტო აქციები მიმდინარეობდა პენსილვანიის, არიზონის, ორეგონისა და ქვეყნის სხვა შტატებშიც. პოლიციამ დააკავა აქციის რამდენიმე მონაწილე.

ხალხი აპროტესტებს დონალდ ტრამპის გამარჯვებას აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში PETER FOLEY

ხალხი აპროტესტებს დონალდ ტრამპის გამარჯვებას აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში PETER FOLEY

პროტესტს ცნობილი ამერიკელი მომღერალი და მსახიობი, ლეიდი გაგაც შეუერთდა. მომღერალი “ტრამპ თაუერთან” პოსტერით – “ტრამპს სიყვარული სძულს” მოვიდა. მოგვიანებით კი ამის ამსახველი ფოტოები საკუთარ “ტვიტერზე” გაავრცელა. ლეიდი გაგა ერთ-ერთია იმ ამერიკელ ვარსკვლავებს შორის, რომელიც მხარს ჰილარი კლინტონს ღიად უჭერდა.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი