ახალი ამბები

სუს-მა თაღლითობის მცდელობის ბრალდებით ბათუმის მერის წარმომადგენელი დააკავა

10 ნოემბერი, 2016 • 1453
სუს-მა თაღლითობის მცდელობის ბრალდებით ბათუმის მერის წარმომადგენელი დააკავა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით თაღლითობის მცდელობის ბრალდებით, ქ. ბათუმის მერის წარმომადგენელი კახაბრის ადმინისტრაციულ ერთეულში გ.დ. დააკავეს.

“გამოძიებამ დაადგინა, რომ გ.დ.-მ მოქალაქეს უკანონო მშენებლობისათვის გათვალისწინებული ჯარიმისაგან გათავისუფლებისა და მშენებლობის ნებართვის გაცემის დაჩქარების სანაცვლოდ მოსთხოვა და გამოართვა 2 000 ლარი, რა დროსაც იგი ბრალდებულის სახით დააკავეს,” – აღნიშნულის სუს-ის განცხადებაში.

გამოძიება თაღლითობის მცდელობის ბრალდებით მიმდინარეობს ( საქართველოს სსკ-ის 19-180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით, რაც სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთას 7-დან 10 წლამდე ვადით ითვალისწინებს). გამოძიებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო აწარმოებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი