ახალი ამბები

მერკელი ტრამპს დემოკრატიულ ღირებულებებზე დაყრდნობით თანამშრომლობას სთავაზობს

9 ნოემბერი, 2016 • 1390
მერკელი ტრამპს დემოკრატიულ ღირებულებებზე დაყრდნობით თანამშრომლობას სთავაზობს

Deutsche Welle-ს ცნობით,  დღეს, 9 ნოემბერს, გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი აცხადებს, რომ დემოკრატიულ ღირებულებებე დაყრდნობით, დონალდ ტრამპს თანამშრომლობას სთავაობს.

ანგელა მერკელმა დონალდ ტრამპს არჩევნებში გამარჯვება მიულოცა და აღნიშნა, რომ წინასაარჩევნო პროცესი იყო დაძაბული. ასევე აღნიშნა ის ფაქტი, რომ გერმანიას ამერიკის შეერთებულ შტატებთან მჭიდრო კავშირები აქვს.

გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი. 9.11.2016 credit: EPA/BERND VON JUTRCZENKA

გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი. 9.11.2016 credit: EPA/BERND VON JUTRCZENKA

“ამერიკელების არჩევანს, ვინც არ უნდა აირჩიონ პრეზიდენტად თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების გზით, ექნება მნიშვნელობა ამერიკის საზღვრებს მიღმაც. თუ შენ მართავ ამხელა ქვეყანას მისი სამხედრო, კულტურული და ეკონომიკური შესაძლებლობებით, რომელიც მთელ მსოფლიოე ახდენს გავლენას, მაშინ პასუხისმგებელი ხარ მსოფლიოს მიმართ. ამერიკელმა ხალხმა გადაწყვიტა, რომ ეს პასუხისმგებლობა აჰკიდოს დონალდ ტრამპს მომავალი 4 წლის განმავლობაში. ამერიკა და გერმანია დაკავშირებული არიან ერთმანეთთან თავიანთი ღირებულებებით: დემოკრატიით, თავისუფლებით, კანონისა და ადამიანის ღირსების პატივისცემით, განურჩევლად მათი წარმომავლობისა, კანის ფერისა, რელიგიისა, გენდერისა, სექსუალური ორიენტაციისა და პოლიტიკური დამოკიდებულებისა. ამ ღირებულებებზე დაყრდნობით, ამერიკის მომავალ პრეზიდენტს ვთავაზობ ახლო თანამშრომლობას. აშშ-თან თანამშრომლობა გერმანიის საგარეო კურსის ქვაკუთხედია”, – განაცხადა ანგელა მერკელმა.

ამერიკის შეერთებული შტატების საპრეზიდენტო არჩვენებში რესპუბლიკური პარტიის კანდიდატმა დონალდ ტრამპმა გაიმარჯვა. მან დემოკრატიული პარტიის კანდიდატი ჰილარი კლინტონი დაამარცხა.

მასალების გადაბეჭდვის წესი