ახალი ამბები

ფრანსუა ოლანდი: ტრამპის გამარჯვება გაურკვევლობის პერიოდს გააჩენს

9 ნოემბერი, 2016 • 1535
ფრანსუა ოლანდი: ტრამპის გამარჯვება გაურკვევლობის პერიოდს გააჩენს

როიტერის ინფორმაციით, საფრანგეთის პრეზიდენტი ფრანსუა ოლანდი ამერიკის შეერთებული შტატების ახალ პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს, თუმცა შიშობს, რომ ეს შედეგი გაურკვევლობის პერიოდს გააჩენს:

“მე მას ვულოცავ, როგორც ეს დემოკრატიული სახელმწიფოების მეთაურებს შორის ხდება ხოლმე,” – ამბობს ოლანდი – “არჩევნების შედეგები გაურკვევლობის პერიოდს გააჩენს.”

როიტერის ცნობით, პრეზიდენტმა განაცხადა, რომ საფრანგეთი უფრო ფხიზელი და გულწრფელი იქნება ახალ ადმინისტრაციასთან საერთაშორისო საკითხების განხილვისას. მისი თქმით, ტრამპის გამარჯვება უჩვენებს, რომ საფრანგეთი უფრო ძლიერი, ხოლო ევროპა უფრო გაერთიანებული უნდა ყოფილიყო.

დონალდ ტრამპს გამარჯვება მიულოცა ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ტერეზა მეიმაც, რომელმაც სამომავლო მტკიცე თანამშრომლობისთვის მზადყოფნა გამოთქვა.

“ტრამპი ახალბედაა ახალ ავტორიტარულ და შოვინისტურ საერთაშორისო მოძრაობაში. ის ჩვენთვის გაფრთხილებაა,” – ასე ეხმაურება გერმანიის ვიცეკანცლერი სიგმარ გაბრიელი არჩევნების შედეგებს აშშ-ში.

“ასოშიეთიდ პრესის” ინფორმაციით, გამარჯვება ტრამპს აშშ-ის მოქმედმა პრეზიდენმა, ბარაკ ობამამ სატელეფონო ზარით მიულოცა.

8 ნოემბერს ამერიკის შეერთებული შტატების საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპმა გაიმარჯვა.

მასალების გადაბეჭდვის წესი