ახალი ამბები

მარტინ შულცი: შეკითხვები ტრამპის საგარეო პოლიტიკაზე ჯერ კიდევ პასუხგაუცემელია

9 ნოემბერი, 2016 • 1396
მარტინ შულცი: შეკითხვები ტრამპის საგარეო პოლიტიკაზე ჯერ კიდევ პასუხგაუცემელია

ევროპარლამენტის პრეზიდენტი მარტიn შულცი ამერიკის ახლად არჩეულ პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს და იმედს გამოთქვამს, რომ ევროკავშირსა და აშშ-ს შორის ურთიერთობები სტაბილურად გაგრძელდება.

“ამერიკლემა ელექტორატმა საკუთარი სათქმელი თქვა. დონალდ ტრამპის გამარჯვება ნათელია და ამას პატიცი უნდა ვცეთ. მე ვულოცავ მას და რესპუბლიკურ პარტიას გამარჯვებას.

ბატონმა ტრამპმა შეძლო და გახდა მილიონობით ამერიკელის ბრაზისა და შიშის მედროშე. ეს პრობლემები ახლა შესაბამისი პოლიტიკის დახმარებით უნდა გადაიჭრას.

ეს საარჩევნო კამპანია არ დარჩება ამერიკის ისტორიაში როგორც საუკეთესო. დაცინვამ და პოლარიზებამ დაძაბა საარჩევნო პროცესი. ბატონ ტრამპს ახლა რთული დავალებაა აქვს შესასრულებელი გაყოფილი ქვეყნის შესაერთებლად.

ბევრი მნიშვნელოვანი შეკითხვა, რომელიც სამომავლოდ ტრამპის პრეზიდენტობის საგარეო პოლიტაზე შეხედულებებს ეხება, ჯერ კიდევ პასუხგაუცემელია. სირიდან ერაყამდე, უკრაინიდან ლიბიამდე – ტრამპის როლი დიპლომატიასა და მოლაპარაკებების პროცესში პირველივე დღიდან გამოიცდება და მოითხოვს პასუხისმგელობის, თავშეკავებულობისა და ლიდერობის ნაზავს.

გლობალური პოლიტიკა, ჩვენი შვილებისათვის ეს სამყარო უკეთესი რომ გახდეს, მოითხოვს ამერიკის შეერთებული შტატების ჩართულობას. დაწყებული გლობალურ დათბობასთან ბრძოლით და დამთავრებული ნატოში ყოფნის ვალდებულებით – მსოფლიო ელის და იმედი აქვს წინდახედული საპრეზიდენტო მმართველობის, რომელიც მიმართული იქნება საერთაშორისო ურთიერთობების ჩამოყალლიბებისა და დემოკრატიისა და თავისუფლების ღირებულებების შენარჩუნებისაკენ.

ევროკავშირი ამერიკის ყველაზე დიდი სავაჭრო პარტნიორია. ერთად აღებული ჩვენი ეკონომიკის მსოფლიო GDP-ის 40%-ია და მსოფლიო სავაჭრო ბრუნვის დაახლოებით  მესამედია. ჩვენი პარტიონიორობა იწყება ტერიროზმთან ბრძოლიდან და გრძელდება აკადემიური და სამეცნიერო ურთიერთობებით. აშშ-ისა და ევროკავშირის თანამშრომლობა მსოფლიოს სტაბილურობის მთავარი კომპონენტია. ევროკავშირი მოწოდებულია, რომ შეინარჩუნოს ეს ურთირთობა. იმედს გამოვთქვამთ, რომ აშში-ს შემდეგი პრეზიდენტიც ამავე პოზიციას იზიარებს.” – აცხადებს მარტინ შულცი.

შეგახსენებთ, რომ აშშ-ის 45-ე პრეზიდენტის პოსტი 8 ნოემბერს გამართული არჩევნების შედეგად დონალდ ტრამპმა დაიკავა. მან არჩევნებში დაამარცხა დემოკრატების კანდიდატი ჰილარი კლინტონი.

მასალების გადაბეჭდვის წესი