ახალი ამბები

ანონსი – 9 ნოემბერი

8 ნოემბერი, 2016 • 1369
ანონსი – 9 ნოემბერი

11:00 – საქართველოს სახალხო დამცველის ცხელი ხაზის ერთი წლის იუბილესთან დაკავშირებით  რუსთაველის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე უჩა ნანუაშვილი აქციას გამართავს და მოსახლეობას ცხელი ხაზის საქმიანობის ამსახველ საინფორმაციო ფლაერებს დაურიგებს.


11:00 –  თბილისის მერი დავით ნარმანია თსუ- ს X (მაღლივი) კორპუსის მიმდებარედ დაგეგმილ გამწვანების აქციაში მიიღებს მონაწილეობას. მისამართი: უნივერსიტეტის ქუჩა #2, თსუ-ს “მაღლივი” კორპუსის მიმდებარე ტერიტორია.


11:00 –  კულტურის სამინისტროში „თბილისის ბაროკო ფესტივალი 2016-ის“ შესახებ პრესკონფერენცია გაიმართება. პრესკონფერენციას საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, ფესტივალის დირექტორი კონსტანტინე კასრაძე, სამხატვრო ხელმძღვანელი გიორგი ქერელაშვილი, გერმანელი დირიჟორი კორნელია ფონ კერსენბროკი და ფესტივალის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი თეა მუქერია გაუძღვებიან.


15:00 –  დევნილი ოჯახებისთვის თბილისში ბინების განაწილების საკითხზე კომისიის სხდომა გაიმართება, რომელსაც დევნილთა და განსახლების მინისტრი სოზარ სუბარი დაესწრება.  მისამართი: წყალტუბო, რუსთაველის ქ. N23


 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი