ახალი ამბები

გიორგაძე: აქცენტი გაკეთდება კულტურულ ძეგლებში სამონასტრო ცხოვრების პირობების გამკაცრებაზე

7 ნოემბერი, 2016 • 1245
გიორგაძე: აქცენტი გაკეთდება კულტურულ ძეგლებში სამონასტრო ცხოვრების პირობების გამკაცრებაზე

საქართველოს კულტურის მინისტრი, მიხეილ გიორგაძე ჟურნალისტებთან საუბრისას ვარძიაში მომხდარ ხანძარს გამოეხმაურა. 31 ოქტომბერს მომხდარმა ხანძარმა ფრესკები დააზიანა. ამ ეტაპზე, მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები.

“ის, რაც ვარძიაში მოხდა, ბუნებრივია, რომ არის ძალიან სამწუხარო. რა შედეგით დასრულდება კონსერვაციის პროცესი, პირველადი გაწმენდითი სამუშაოები, ამას გვიჩვენებს სულ ახლო მომავალი. მე ძალაინ დიდი იმედი მაქვს, როგორც პირველი შფასებით ითქვა, რომ პრაქტიკულად, აღდგენადი არის ფრესკები და შემდეგ დაიწყება უკვე საკონსერვაციო სამუშაოები, სადაც -როგორც ადგილობრივი, ასევე უცხოელი- ყველაზე მაღალი დონის და კვალიფიკაციის სპეციალისტები იქნებიან ჩართული. საპატრიარქოსთან ურთიერთიბას რაც ეხება, თანამშრომლობის ფორმატი უკვე დიდი ხანია გააქტიურებულია და ეს არ ხდება მხოლოდ იმიტომ, რომ ვარძიაში მოხდა ის, რაც მოხდა. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს და საპატრიარქოს აქვს შექმნილი ერთობლივი საბჭო, რომელიც მსჯელობს იმ ფაქტებზე, რომელიც მედიით გარცელდა, სხვადასხვა გადაცდომებთან დაკავაშირებით, სხვადასხვა არქიტექტურულ თუ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე განხორციელებული თვითნებური ჩარევების გამოსასწორებლად და არაერთი მაგალითი გვაქვს უკვე გამოსწორებული მდგომარეობის. ეს მუდმივი თანამშრომლობის პროცესია.

მე ვფიქრობ, რომ კიდევ უფრო აქცენტი გაკეთდება გამკაცრებაზე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე სამონასტრო ცხოვრების, იგივე სანთლების ნაწილში ვფიქრობ, ახალ შეთანხმებას უნდა მივაღწიოთ, მაქსიმალურად ისეთი სანთლები გამოიყენოთ, ან ისეთ ადგილას, სადაც მინიმუმამდე იქნება პოტენციური, თეორიული შანსიც კი კედლის მხატვრობის, ფრესკების დაზიანების,”- განაცხადა მიხეილ გიორგაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.

ვარძიაში ხანძართან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება სსკ-ის 188-ე მუხლით, რაც გულისხმობს ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გაუფრთხილებლობით.

მასალების გადაბეჭდვის წესი