ახალი ამბები

ირანში მიწისძვრას 250 ადამიანი ემსხვერპლა

12 აგვისტო, 2012 • • 975
ირანში მიწისძვრას 250 ადამიანი ემსხვერპლა

BBC-ის ინფორმაციით,  შაბათ საღამოს ირანში, ქალაქ ტაბაზირთან და აჰართან წარმოქმნილ 6.4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისქვეშა ბიძგებს თავად ქალქსა და მის მიმდებარე სოფლებში მსხვერპლი მოჰყვა. ამ დროისათვის დაღუპულია 250 ადამიანი.

მიწისძვრის შედეგად ჩამონგრეულია სახლები, დაშავბებულთა რაოდენობა კი 2000–ზე მეტია. სამაშველო სამუშაობი ამ დრომდე მიმდინარეობს, მაშველები ნანრგრვებში მოყოლილი ადამიანების ამოყვანას ცდილობენ.

უსახლკაროდ დარჩენილი მოსახლება ღამეს ღია ცის ქვეშ, სპეციალური დახმარების კარვებში ათევს.

ირანის შინაგან მინისტრის განცხადებით, მნიშვნელოვნად დაზარალდა 110 სოფელი. ირანის საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით კი, 6 სოფელი სრულადაა განადგურებილი, დაახლოებით 60 სოფლისათვის მიყენებული ზარალი კი 50–80%–ს შორის მერყეობს.

საცხოვრებელი სახლების ნგრევის გამო დაზიანებულია საკომუნიკაციო საშუალებები, რის გამოც რეგიონებთან დაკავშირება ვერ ხერხდება. 

ირანის ოფიცილურ სტრუქტურებში აცხადებენ, რომ მიწისძვრის შედეგად მიყენებული ზარალი კიდევ უფრო გაიზრდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი