ახალი ამბები

ევროკავშირის წარმომადგენლობა შეშფოთებულია მედვედევის ცხინვალში ვიზიტის გამო

11 აგვისტო, 2012 • 1125
ევროკავშირის წარმომადგენლობა შეშფოთებულია მედვედევის ცხინვალში ვიზიტის გამო

ეს განცხადება საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა ელჩმა ფილიპ დიმიტროვმა ევროკავშირის ქვეყნების მისიების ხელმძღვანელებთან შეთანხმების შემდეგ დღეს გააკეთა.

 

“ევროკავშირის წარმომადგენლობა მიიჩნევს, რომ ეს ვიზიტები არ შეესაბამება სახელმწიფოების სუვერენობისა და ტერიტორიული მთლიანობის პრინციპებს. წარმომადგენლობა კიდევ ერთხელ გამოხატავს ევროკავშირის მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს სუვერენობისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ აღიარებული საზღვრების ფარგლებში. წარმომადგენლობა, ასევე, ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ის დიდ მნიშვნელობას ანიჭებს  კონფლიქტების მშვიდობიან მოგვარებას რეგიონში და მოუწოდებს ყველა დაინტერესებულ მხარეს, ძალისხმევა გამოიჩინონ  ამ მიმართულებით”, – ნათქვამია დიმიტროვის განცხადებაში.

 

რუსეთის პრემიერ-მინისტრი დიმიტრი მედვედევი ცხინვალში 8 აგვისტოს, რუსეთ-საქართველოს ომიდან 4 წლის თავზე ჩავიდა. ომის შემდეგ რუსეთმა სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა აღიარა.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი