ახალი ამბები

სოფელ გოდოგანთან ავარიას ორი ადამიანი ემსხვერპლა

6 ნოემბერი, 2016 • 17084
სოფელ გოდოგანთან ავარიას ორი ადამიანი ემსხვერპლა

დღეს, 6 ნოემბერს, თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ გოდოგანთან მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას 2 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ხოლო 3 დაშავებული საავადმყოფოშია გადაყვანილი. ინფორმაცია ნეტგაზეთს შსს–ში დაუდასტურეს.

შინაგან საქმეთა სამინისტოროს ცნობით, გამოძიება სსსკ–ის 276–ე მუხლის მეშვიდე ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც გამოიწვია ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით, აღნიშნული დანაშაული ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვსიდან ათ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.

მასალების გადაბეჭდვის წესი