ახალი ამბები

ქუთაისში, კიკვიძის ძეგლთან შუა ხნის ადამიანი მოკლეს

5 ნოემბერი, 2016 • 1345
ქუთაისში, კიკვიძის ძეგლთან შუა ხნის ადამიანი მოკლეს

5 ნოემბერს, საღამოს 7 საათისთვის, ქუთაისში, ვასილ კიკვიძის ძეგლთან შუა ხნის მამაკაცი მოკლეს ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმე გასროლის შედეგად.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე, განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს, რაც 7-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ჯერჯერობით ფაქტზე არავინ დაუკავებიათ.

“ნეტგაზეთის” ინფორმაციით, ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.

მასალების გადაბეჭდვის წესი