ახალი ამბები

ანონსი – 6 ნოემბერი

5 ნოემბერი, 2016 • 1578
ანონსი – 6 ნოემბერი

11:00 –  სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით, 6 ნოემბერს 11:00 სთ-დან 17:00 სთ-მდე, ვარდების მოედანზე ქართული ყველის ფესტივალი გაიმართება.  ფესტივალის სტუმრებს საშუალება ექნებათ გაეცნონ, დააგემოვნონ და შეიძინონ ყველის მწარმოებელი 45 ადგილობრივი კომპანიის პროდუქცია. ფესტივალზე წარმოდგენილი იქნება ქართული ღვინისა და თაფლის ნაირსახეობებიც.


12:00 –   კუს ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე, ძუძუს კიბოს პრევენციის კვირეულის ფარგლებში „საქართველოს მარათონი სიცოცხლის გადასარჩენად“გაიმართება, რომელშიც ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ნინო ბერძული ჩაერთვება.


13:00 – “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ცენტრალურ ოფისში 6 ნოემბერს, პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომა გაიმართება.


18:00 – თაზო ვაჩნაძის სადებიუტო რომანის – „საფეხური“ პრეზენტაცია. მისამართი: Artarea/Tv2.0, დ. აბაშიძის 10.


18:00 – საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში გაიმართება საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, ეკა ბესელიას სამეცნიერო მონოგრაფიის – „ძალადობის მსხვერპლთა უფლებების დაცვის პრობლემა საქართველოში“ – პრეზენტაცია. პრეზენტაციას დაესწრებიან საქართველოს პარლამენტის წევრები, მთავრობის წარმომადგენლები, ექსპერტები, მეცნიერები, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები  და სხვა მოწვეული სტუმრები.


19:00 –  “ფაბრიკაში” გამოფენა „დიალოგი“  გაიხსნება.  გამოფენა არის ორი მედიუმის (ფოტოგრაფია და ილუსტრაცია), ორი სახელოვნებო სივრცის წარმომადგენლის ნამუშევართა დიალოგი. მისამართი: “ფაბრიკა” ე. ნინოშვილის 8ა.


19:00 –  კაფეში “კივი” (ი.მაჩაბლის 6) „ქალთა ფონდი საქართველოში“ ორგანიზებას უწევს პარტიზანი მებაღეობის მხარდამჭერ საქველმოქმედო საღამოს და ამით ხაზს უსვამს ფემინისტურ და მწვანე მოძრაობებს შორის თანამშრომლობის და სოლიდარობის აუცილებლობას.


მასალების გადაბეჭდვის წესი