ახალი ამბები

თურქეთში პროოპოზიციური გაზეთის 9 ჟურნალისტი დააკავეს

5 ნოემბერი, 2016 • 1691
თურქეთში პროოპოზიციური გაზეთის 9 ჟურნალისტი დააკავეს

თურქეთში პროოპიზიციური გაზეთის, “ჯუმჰურიეტის” 9 ჟურნალისტი დააკავეს. სტამბოლის სასამართლომ დაკავებულებს წინასწარი პატირმობა შეუფარდა. დაკავებულებს შორის გაზეთის მთავარი რედაქტორი, ცნობილი კარიკატურების მხატვარი და ანტისამთავრობო სვეტების ავტორია.

BBC-ის ინფორმაციით, ჟურნალისტებს ბრალი ფეტულა გიულენთან კავშირში ედებათ. გიულენს კი 2016 წლის ივლისის სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის დაგეგმაში სდებენ ბრალს.

“ჯუმჰურიეტი” ერთ-ერთია იმ მცირე რაოდენობის თურქული გამოცემებიდან, რომლების პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის მიმართ კრიტიკულ დამოკიდებულებას ინარჩუნებს.

ჟურნალისტების დაკავებას წინ უძღოდა 9 პოლიტოკოსის დაპატიმრება. მათ შორის ქვეყნის პროქურთული – “ხალხთა დემორატიული პარტიის”  ლიდერები არიან.

ორგანიზაცია, “რეპორტიორები საზღვრებს მიღმა”, რომელიც პრესის თავისუფლების ინდექსს მსოფლიოს 180 ქვეყანაში 2002 წელიდან იკვლევს, თურქეთს 2016 წლის მონაცემებით 151-ე ადგილს ანიჭებს.

გადატრიალების მცდელობის შემდეგ თურქეთში მასში მონაწილეობის ბრალდებით 37 000-მდე ადამიანი დააკავეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი