ახალი ამბებიტექნოლოგიები

აფეთქების რისკის გამო სამსუნგი სარეცხ მანქანებს უკან იბრუნებს

5 ნოემბერი, 2016 • 2440
აფეთქების რისკის გამო სამსუნგი სარეცხ მანქანებს უკან იბრუნებს

მობილური ტელეფონის “გალაქსი ნოუთ 7-ის” შემდეგ, “სამსუნგი” 3 მილიონამდე სარეცხ მანქანას იბრუნებს უკან. მიზეზი ამჯერადაც აფეთქების რისკია. ინფორმაციას ამის შესაცებ CNN ავრცელებს.

სამსუნგმა სარეცხი მანქანების გამოთხოვის შესახებ პარასკევს გააკეთა განცხადება, როცა გაირკვა, რომ რეცხვისას სარეცხ მანქანას შესაძლოა ხუფი ასძვრეს და ადამიანი დააზიანოს.

სამსუნგის განცხადებით ეს შეიძლება მოხდეს მაშინ, როცა თეთრეული, წყალგაუმტარი ან დიდი ზომის, მძიმე სარეცხი მაღალი სიჩქარით ტრიალებს მანქანის დოლურაში. დოლურამ შესაძლოა ბალანსი დაკარგოს და ხუფის მოძრობა გამოიწვიოს. გაფრთხილება იმ სარეცხ მანქანებს ეხება, რომლებსაც დოლურა მოწყობილობის ზედა ნაწილში აქვს მოთავსებული.

მსგავსი შემთხვევა აგვისტოშიც დაფიქსირდა. სამსუნგს ტეხასელი მომხმარებელი სასამართლოში უჩიოდა. მომხმარებლის თქმით, აფეთქების სიძლიერემ ავტოფარეხის კედელი გაანგრია.

იმავე მიზეზით კომპანიამ 2,5 მლნ “გალაქსი ნოუთ 7” მოდელის მობილური ტელეფონი გმაოითხოვა. მომხმარებლებს კი, ვისაც ჯერ კიდევ აქვთ ეს ტელეფონები, მოუწოდა, რომ გამორთონ და არ გამოიყენონ. გარდა ამისა, კომპანიამ დროებით შეწყვიტა ამ მოდელის სმარტფონების წარმოება და გაყიდვა. რამდენიმე მოწყობილობის ბატარეა აფეთქდა. დაზარალებულ მომხმარებელს კომპანიამ სმარტფონი შეუცვალა, თუმცა ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ გამოცვლილი მობილურებიც ალდებოდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი