ახალი ამბებისაზოგადოება

“სოლიდარობა ზვარელ მუშებს!” – აქცია/მსვლელობა თბილისში [ფოტო]

4 ნოემბერი, 2016 • 2885
“სოლიდარობა ზვარელ მუშებს!” – აქცია/მსვლელობა თბილისში [ფოტო]

თბილისში, 4 ნოემბერს, ზვარეში ნაცემი მუშების მხარდასაჭერად სტუდენტური მოძრაობებისა და არასამთავრობო სექტორის აქტივისტების აქცია/მსვლელობა გაიმართა, ხოლო ამის პარალელურად მუშებისა და სოფლის მოსახლეობის საპროტესტო აქცია ადგილზეც მიმდინარეობდა.

საპროტესტო აქციის მონაწილეები მოითხოვენ, რომ დადგეს ადგილობრივი მენეჯმენტის პასუხისმგებლობის საკითხი და შსს–მ ინციდენტს შესაბამისი კვალიფიკაცია მიანიჭოს. ასევე მოითხოვენ, რომ დაუყოვნებლივ გადაიხედოს სახელმწიფოს მიერ შრომის პოლიტიკა და დაჩქარდეს ქმედითი შრომის ინსპექციის შექმნა. ისინი მოუწოდებენ “საქართველოს რკინიგზასა” და მთავრობას, რომ მაქსიმალურად ჩაერთონ ამ პრობლემის მოგვარებში.

საპროტესტო აქცია/მსვლელობა ზვარელი მუშების მხარდასაჭერად. 04.11.2016. ფოტო: ნეტგაზეთი / გიორგი დიასამიძე

საპროტესტო აქცია/მსვლელობა ზვარელი მუშების მხარდასაჭერად. 04.11.2016. ფოტო: ნეტგაზეთი / გიორგი დიასამიძე

სამოქალაქო აქტივისტები თბილისში, ცინცაძის ქუჩაზე, “ბრიტიშ პეტროლიუმის” ოფისთან შეიკრიბნენ, სადაც “ნავთობის პროფკავშირი” მართავდა აქციას, ხოლო შემდეგ ყველანი ერთად “საქართველოს რგინიგზისკენ” დაიძრნენ, რომელიც ზვარეში მომხდარ დაპირისპირებაზე პასუხისმგელობას არ იღებს.

საპროტესტო აქცია/მსვლელობა ზვარელი მუშების მხარდასაჭერად. 04.11.2016. ფოტო: ნეტგაზეთი / გიორგი დიასამიძე

საპროტესტო აქცია/მსვლელობა ზვარელი მუშების მხარდასაჭერად. 04.11.2016. ფოტო: ნეტგაზეთი / გიორგი დიასამიძე

მსვლელობის მიმდინარეობისას, თამარ მეფის გამზირზე პოლიციამ სამოქალაქო აქტივისტების ტროტუარზე გადაყვანა, ხოლო შემდეგ რამდენიმე მათგანის დაკავება სცადა, თუმცა მსვლელობის მონაწილეებმა სამართალდამცველებს ამის საშუალება არ მისცეს.

საპროტესტო აქცია/მსვლელობა ზვარელი მუშების მხარდასაჭერად. 04.11.2016. ფოტო: ნეტგაზეთი / გიორგი დიასამიძე

საპროტესტო აქცია/მსვლელობა ზვარელი მუშების მხარდასაჭერად. 04.11.2016. ფოტო: ნეტგაზეთი / გიორგი დიასამიძე

“პოლიციელებს მიზანმიმართულად სურდათ რამდენიმე აქტივისტის დაკავება, რისი საშუალებაც მსვლელობის მონაწილეებმა არ მისცეს. შესაბამისად, მსვლელობა “საქართველოს რკინიგზის” მიმართულებით გაგრძელდა მტკიცედ. ასეთივე სიმტკიცით ვიბრძოლებთ ბოლომდე და მივაღწევთ შრომითი უფლებების იმ ფორმით არსებობას, რომლითაც დაცულები იქნებიან მშრომელები. სტუდენტები და აქტივისტები ხვალ მივდივართ ზვარეში, ადგილობრივებს სოლიდარობას გამოვუცხადებთ, გავეცნობით სიტუაციას და შემდეგ უკვე დავსახავთ ბრძოლის გზებს, რომელიც აუცილებლად იქნება ქმედით და მიგვიყვანს საბოლოო მიზნამდე,” – ამბობს სტუდენტური მოძრაობა “მწვანე მუშტის” წევრი ირაკლი კუპრაძე.

საპროტესტო აქცია/მსვლელობა ზვარელი მუშების მხარდასაჭერად. 04.11.2016. ფოტო: ნეტგაზეთი / გიორგი დიასამიძე

პოლიცია ცდილობს საპროტესტო აქციის რამდენიმე მონაწილის დაკავებას, თუმცა სტუდენტები ხელების აწევით ანიშნებენ სამართალდამცველებს, რომ არაფერს აშავებენ და მსვლელობას აგრძელებენ. აქცია/მსვლელობა თბილისში ზვარელი მუშების მხარდასაჭერად. 04.11.2016. ფოტო: ნეტგაზეთი / გიორგი დიასამიძე

თბილისის სოლიდარობის ქსელის აქტივისტი, შოთა აზიკური ამბობს, რომ ეს არის არა ჩინელებსა და ქართველებს შორის დაპირისპირება, არამედ ეს არის მშრომელებსა და ბიზნესელიტებს შორის დაპირისპირება:

“თბილისში მშენებლობისას ორი გარდაცვლილი მუშის შემთხვევაში დამსაქმებელი ქართველი იყო. ეს პრობლემა არის მასიური და დამსაქმებელი არის როგორც ქართველი, ისე თურქი, ჩინელი, ამერიკელი და ა.შ. ყველა ერთნაირ რიტორიკას იყნებს, რომ სახელმწიფო არაფერს აკეთებს და სულ ბიზნესინვესტორების აქცენტი ისმება. რეალურად, არანაირ ნაციონალიზმს აქვს ამასთან კავშირი. ერთი მხრივ, აქ არის მშრომელთა კლასი და, მეორე მხრივ, ბიზნეს და პოლიტიკური ელიტები, რომლებიც ხშირად ერთმანეთთან გარიგებაში არიან. ბევრი ბიზნესმენი ხშირად წარმოგვიდგება პარლამენტის წევრად, რომლებიც მხოლოდ მათ ინტერესებს იცავენ. სასიხარულოა ის ფაქტი, რომ ნელ–ნელა მშრომელთა მოძრაობა ძლიერდება; იბრძვიან როგორც უცხოურ კომპანიაში, ისე ქართულ კომპანიაში დასაქმებული მშრომელები. მშრომელები, სამოქალაქო აქტივისტებიც და პროფკავშირებიც კარგად ხვდებიან, რომ ეს არ არის ქართველებსა და უცხოელებს შორის დაპირისპირება – ეს არის მშრომელებსა და ბიზნესელიტებს შორის დაპირისპირება.”

საპროტესტო აქცია/მსვლელობა ზვარელი მუშების მხარდასაჭერად. 04.11.2016. ფოტო: ნეტგაზეთი / გიორგი დიასამიძე

საპროტესტო აქცია/მსვლელობა ზვარელი მუშების მხარდასაჭერად. 04.11.2016. ფოტო: ნეტგაზეთი / გიორგი დიასამიძე

ამ დროისთვის საგამოძიებო მოქმედებების გამო ზვარეში კომპანიის სამუშაოები შეჩერებულია. თბილისის სოლიდარობის ქსელის კიდევ ერთ წევრი, ნენო ჩარკვიანი ამბობს, რომ მუშებს აუცილებლად უნდა აუნაზღაურდეთ იმ პერიოდის ხელფასი, რამდენი ხანიც იქნება გაჩერებული კომპანია. მისი თქმით, ასევე აუცილებელია, გადაიხედოს ქვეყნის ეკონომიკური პოლიტიკა და ის, თუ როგორ ზეგავლენას ახდენს მსგავს კომპანიებთან თანამშრომლობა საქართველოზე.

საპროტესტო აქცია/მსვლელობა ზვარელი მუშების მხარდასაჭერად. 04.11.2016. ფოტო: ნეტგაზეთი / გიორგი დიასამიძე

საპროტესტო აქცია/მსვლელობა ზვარელი მუშების მხარდასაჭერად. 04.11.2016. ფოტო: ნეტგაზეთი / გიორგი დიასამიძე

სტუდენტური გაერთიანება “აუდიტორია N115″-ის წევრი, თორნიკე შევარდნაძე ამბობს, რომ წლებია სამოქალაქო აქტივისტები მშრომელთა უფლებების გასაუმჯობესებლად საპროტესტო აქციებს მართავენ, თუმცა ძირეულად მაინც არაფერი იცვლება. თუმცა, მისი თქმით, ამ პროტესტს გარკვეულწილად აქვს შემაკავებელი ეფექტი.

“მაგალითად, დღეს ვხედავთ, თუ როგორი ყურადღება არის ამ პროტესტის მიმართ თუნდაც ამ კომპანიების, სახელმწიფოსა და ძალოვანი უწყებების მხრიდან. რეალურად, მათ ეშინიათ ჩვენი. ასევე, საწარმოები მალავენ არაადამიანურ შრომით პირობებს იმიტომ, რომ მათ ეშინიათ ჩვენი და არ უნდათ, ვნახოთ ეს. შესაბამისად, ცდილობენ, ელემენტარული სტანდარტები მაინც დაიცვან. ცხადია, ჩვენ ვითხოვთ უფრო ქმედით შრომით ინსპექციას, თუმცა ამის მიღწევას, ალბათ, სჭირდება უფრო მეტი მხარდაჭერა საზოგადოების მხრიდან. ჩვენ ვერ ვიტყვით, რომ სამოქალაქო აქტივიზმი ფართო ფენებს მოიცავს. ის მხოლოდ ვიწრო ჯგუფებს აერთიანებს. ამ მიმართულებით გვაქვს სამუშაო, თუმცა პატარა რესურსებითაც ვახერხებთ იმას, რომ უარესი შედეგები არ მივიღოთ და ელემენტარულად ეშინოდეთ მაინც იმ კომპანიებს, რომლებიც არღვევენ ელემენტარულ შრომით პირობებს,” – ამბობს თორნიკე შევარდნაძე.

საპროტესტო აქცია/მსვლელობა ზვარელი მუშების მხარდასაჭერად. 04.11.2016. ფოტო: ნეტგაზეთი / გიორგი დიასამიძე

საპროტესტო აქცია/მსვლელობა ზვარელი მუშების მხარდასაჭერად. 04.11.2016. ფოტო: ნეტგაზეთი / გიორგი დიასამიძე

საპროტესტო აქციის მონაწილე დავით ჩუთლაშვილი მედიის პასუხისმგებლობაზე საუბრობს ზვარეში მომხდარი დაპირისპირების გაშუქების მხრივ. მისი თქმით, მნიშვნელოვანია, მედიამ ეს საკითხი ადეკვატურად გააშუქოს, რათა არ გაღვივდეს ეთნიკური და ნაციონალური შუღლი:

“ძალიან ცუდია, რომ ძალიან ბევრმა მედიასაშუალებამ ზვარეში მომხდარი დაპირისპირება გააშუქა, როგორც ქართულ–ჩინურ დაპირისპირების დისკურსში. ეს შეიძელბა იყოს ძალიან ცუდი შედეგების მომტანი, რაც არ შეიძლება დავუშვათ. ეს არის შრომითი დაპირისპირება და არ აქვს ეროვნებას მნიშვნელობა. ყველას მინდა მივმართო, რომ ამ ჭრილში არ განიხილონ ის დაპირისპირება, რომელიც მოხდა ზვარეში. არანაირი მნიშვნელობა აქვს, ჩინელი იქნება დამქირავებელი, ქართველი, ფრანგი თუ ახალი ზელანდიელი – მთავარი პრობლემაა, რომ საქართველოში არ არის დაცული შრომითი უფლებები. ყურადღება უნდა გამახვილდეს იმაზე, თუ როგორ პირობებში მუშაობენ ადამიანები. სახელმწიფომ უნდა აგრძნობინოს დაქირავებულებს, რომ ისინი მარტო არ არიან და არ წარმოადგენენ დამქირავებლის საკუთრებას. ამ საკითხის გადატანა ეროვნულ ჭრილში ემსახურება პრობლემის გაუბრალოებას, პრიმიტიულად წარმოჩენას და მისი შიგთავსის ამოცლას.”

საპროტესტო აქცია/მსვლელობა ზვარელი მუშების მხარდასაჭერად. 04.11.2016. ფოტო: ნეტგაზეთი / გიორგი დიასამიძე

საპროტესტო აქცია/მსვლელობა ზვარელი მუშების მხარდასაჭერად. 04.11.2016. ფოტო: ნეტგაზეთი / გიორგი დიასამიძე

“საქართველოს რკინიგზის” ოფისთან, სადაც სამოქალაქო აქტივისტებზე მეტი პოლიციელი იყო მობილიზებული, სტუდენტების შემდეგ სიტყვით გამოვიდა “რკინიგზის პროფკავშირის” თავმჯდომარე, ვიტალი გიორგაძე. მისი თქმით, “რკინიგზის” კონტრაქტორი კომპანია საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ დასაქმებულებს, არამედ სოფლის მოსახლეობასაც. როგორც გიორგაძე აცხადებს, მათთვის მიუღებელია “რკინიგზის” განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ ვერ გრძნობს პასუხისმგებლობას ზვარეში განვითარებულ მოვლენებზე:

“ვერ ვგებულობ, თუ რატომ აკეთებენ ამას: ჩინური კომპანია არის ქვეკონტრაქტორი “რკინიგზის”, რომელსაც უხდის სახელმწიფო ფულს, რომ შეასრულოს სამუშაოები. როგორც აცხადებენ, მეორე ქვეკონტრაქტორი კომპანია არის ორგანიზაცია, რომელსაც ევალება კონტროლი იქ უსაფრთხოებასთან, ადამიანის და შრომით უფლებებთან დაკავშირებით, თუმცა ეს კომპანია ახლა საერთოდ არ ჩანს, არც ახლა და არც გაფიცვების დროს გამოჩენილა. თუ “რკინიგზა” მას ფულს უხდის, რატომ არ ასრულებენ ამ მოვალეობას? გაუგებარია, რაში იხარჯება სახელმწიფოსა და ხალხის ფული. სწორედ ამიტომ მოვუწოდებთ “რკინიგზას”, რომ ეს ქვეკონტრაქტორი კომპანიები, რომლებიც უხეშად არღვევენ ადამიანის უფლებებს, აღასრულებინოს კანონი. არ აქვს მნიშვნელობა, თუ რითი მოახერხებს “რკინიგზა” ამას: შინაგან საქმეთა სამინისტროს თუ სხვადასხვა სტრუქტურების ჩარევით. გამოდის, რომ “რკინიგზა”, რომელიც არის სახელმწიფო ორგანიზაცია, ხალხის ფულს ხარჯავს ადამიანების მონობაში.”

საპროტესტო აქცია/მსვლელობა ზვარელი მუშების მხარდასაჭერად. 04.11.2016. ფოტო: ნეტგაზეთი / გიორგი დიასამიძე

საპროტესტო აქცია/მსვლელობა ზვარელი მუშების მხარდასაჭერად. 04.11.2016. ფოტო: ნეტგაზეთი / გიორგი დიასამიძე

 

როგორც ვიტალი გიორგაძე აცხადებს, აუცილებელია, პრობლემების მოსაგვარებლად ჩაერთოს როგორც “საქართველოს რკინიგზა”, ასევე ხელისუფლებაც. მისი თქმით, ზვარეში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით არც ერთ მაღალჩნოსანს გაუკეთებია განცხადება.

“მესმის, რომ არჩევნები ახალი დამთავრებულია და მიმდინარეობს თანამდებობების გადანაწილება, მაგრამ ისეთ ფაქტზე, როგორიც არის ზვარეს შემთხვევა, აუცილებელია, მაღალი თანამდებობის პირებმა გააკეთონ განცხადებები და ჩაერთონ მაქსიმალურად ამ პროცესში. ჩვენ ვნახეთ ჩინური კომპანიის განცხადება, რომელიც არის მაპროვოცირებელი; ისინი მოითხოვენ, დაუყოვნებლივ გაათავისუფლონ ის დამნაშავეები, რომლებმაც ათობით ადამიანი სცემეს და საშინელ მდგომარეობაში ჩააგდეს. ასეთი ქმედება და ამ ყველაფერზე სახელმწიფოს დუმილი ორგანულად მიუღებელია. კომპანია ამბობს, რომ შეიძლება იმოქმედოს ჩინეთ–საქართველოს ურთიერთობებზე, თუმცა, თუ ამ ურთიერთობებს ჩვენ შევწირავთ დასაქმებულების მონურ პირობებში შრომისა და ცემა-ტყეპას, დამერწმუნეთ, საზოგადოებას უფრო მკვეთრი რეაქცია ექნება და ეს ძალიან ცუდად შემოუბრუნდება ისევ ჩვენს ქვეყანას,” – ამბობს “რკინიგზის პროფკავშირის” თავმჯდომარე.

დღევანდელ აქცია/მსვლელობას შეუერთდნენ:თბილისის სოლიდარობის ქსელი, რკინიგზელთა ახალი პროფკავშირი, პროფესიულ რკინიგზელთა კლუბი, ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი – (EMC), European.ge, საქართველოს მედიის პროფკავშირი, თეთრი ხმაურის მოძრაობა, სახელოსნო Praxis, ირიბი მოქმედების კიბერთეატრი, მწვანე მუშტი, აუდიტორია N115, ახალგაზრდა მწვანეები და მწვანე სოლიდარობის მოძრაობა.

საპროტესტო აქცია/მსვლელობა ზვარელი მუშების მხარდასაჭერად. 04.11.2016. ფოტო: ნეტგაზეთი / გიორგი დიასამიძე

საპროტესტო აქცია/მსვლელობა ზვარელი მუშების მხარდასაჭერად. 04.11.2016. ფოტო: ნეტგაზეთი / გიორგი დიასამიძე

 

კომპანიის წარმომადგენლები ადგილობრივ მოსახლეობასა და მუშებს ფიზიკურად 2 ნოემბრის საღამოს და 3 ნოემბრის დილას გაუსწორდნენ. როგორც მუშები ამბობენ, დამსაქმებლებმა მათ საცემად არმატურა, დანები, ხის ჯოხები და ხორცის საკეპი ნაჯახები გამოიყენეს. მათი თქმით, 7 ადამიანი ხაშურისა და ზესტაფონის საავადმყოფოებში გადაიყვანეს.

მომხდარზე გამოძიება თავდაპირველად სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე, ცემის მუხლით მიმდინარეობდა, თუმცა შემდეგ საქმეს კვალიფიკაცია შეეცვალა და გამოძიება, სსკ-ს 118-ე მუხლით, ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების ფაქტზე გაგრძელდა. პოლიციამ ზვარეში სარკინიგზო გვირაბის მშენებლობაზე დასაქმებულ მუშებზე ძალადობის გამო სხეულის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების ბრალდებით სამი ადამიანი დააკავა: 33 წლის ჭ. ლ., 33 წლის ჩ.ჟ და 32 წლის ჰ.ჩ. გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულებმა 3 ნოემბერს “ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე საქართველოს 4 მოქალაქეს ბლაგვი საგნით სხეულზე სხვადასხვა სახის დაზიანება მიაყენეს”.

საპროტესტო აქცია/მსვლელობა ზვარელი მუშების მხარდასაჭერად. 04.11.2016. ფოტო: ნეტგაზეთი / გიორგი დიასამიძე

საპროტესტო აქცია/მსვლელობა ზვარელი მუშების მხარდასაჭერად. 04.11.2016. ფოტო: ნეტგაზეთი / გიორგი დიასამიძე

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ზვარეში კომპანია “ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროს ჯგუფი”, რომელიც “საქართველოს რკინიგზის” კონტრაქტორი კომპანიაა, სარკინიგზო მაგისტრალის მოდერნიზაციის ფარგლებში საქართველოში რამდენიმე გვირაბს აშენებს. კომპანია აცხადებს, რომ მომხდართან დაკავშირებით მედიით არასწორი ინფორმაცია ვრცელდება და ფიზიკური დაპირისპირების შედეგად დაზიანებები აქვთ როგორც ადგილობრივებს, ისე ჩინეთის მოქალაქე მუშებს. “ჩინეთის რკინიგზა” იმედს გამოთქვამს, რომ გამოძიება ობიექტურად წარიმართება. მანამდე კი კატეგორიულად მოითხოვს, რომ გათავისუფლდნენ დაკავებული ჩინეთის მოქალაქეები.

საპროტესტო აქცია/მსვლელობა ზვარელი მუშების მხარდასაჭერად. 04.11.2016. ფოტო: ნეტგაზეთი / გიორგი დიასამიძე

საპროტესტო აქცია/მსვლელობა ზვარელი მუშების მხარდასაჭერად. 04.11.2016. ფოტო: ნეტგაზეთი / გიორგი დიასამიძე

კომპანიაში დასაქმებული მუშები მძიმე სამუშაო პირობებს დიდი ხნის განმავლობაში უჩიოდნენ და აგვისტო–სექტემბერში 15 დღით გაიფიცნენ კიდეც. როგორც ერთ-ერთი დასაქმებული, მინდია ოკრიბელაშვილი ამბობს, გაფიცვის შემდეგ დამსაქმებლებისგან მუშები აგრესიას გრძნობდნენ. ზვარეს მოსახლეობა და მუშები ამჟამად ითხოვენ, “23-ე ბიუროს ჯგუფმა” დატოვოს ობიექტი (მშენებარე რკინიგზა). მომხდარის გამო შეშფოთებას გამოხატავს ხარაგაულის ადგილობრივი ხელისუფლება და შესაბამის სახელმწიფო უწყებებს დროული და ეფექტური რეაგირებისკენ მოუწოდებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი