ახალი ამბები

უწყებათაშორისი კომისია მთავრობას სოციალური რეკლამის შეჩერებისკენ მოუწოდებს

9 აგვისტო, 2012 • • 968
უწყებათაშორისი კომისია მთავრობას სოციალური რეკლამის შეჩერებისკენ მოუწოდებს

თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების უწყებათაშორისი კომისია მოუწოდებს მთავრობასა და საზოგადოებრივ მაუწყებელს, წინასაარჩევნო პერიოდში შეაჩერონ  სოციალური რეკლამის სტატუსით ეთერში იმ ვიდეორგოლების განთავსება, რომლებიც მთავრობის მიერ განხორციელებულ პროექტებს ასახავს და შესაძლოა საარჩევნო რეკლამად იქნას აღქმული.

 

“ვიდეორგოლები – „ენერგოდამოუკიდებელი საქართველო“, „საქართველოს სტაბილური ენერგომომარაგება“, „დამზადებულია საქართველოში“, „მთავრობის 10 –პუნქტიანი სამოქმედო გეგმა“, „30 ახალი საავადმყოფო 30 დღეში“, პროგრამა „ ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთად“ – მთავრობის მიერ განხორციელებულ პროექტების პოპულარიზაციას ისახავს მიზნად. 

უწყებათაშორისი კომისია მნიშვნელოვნად მიიჩნევს სახელმწიფო ინსტიტუტების მიერ გაწეული მომსახურების საარჩევნო აგიტაციისგან მკაფიოდ გამიჯვნას. ამ თვალსაზრისით საქართველოს საარჩევნო კოდექსი მნიშვნელოვან წინაპირობებს ქმნის: წინასაარჩევნო პერიოდში სოციალურ რეკლამაში საარჩევნო სუბიექტების ან მათი საარჩევნო ნომრის გამოყენება აკრძალულია. კანონმდებლობა ასევე აწესებეს შეზღუდვას სახელმწიფო და ადგილობრივი ბიუჯეტის სახსრებით ისეთი ბეჭდური მასალის დამზადებაზე, რომელშიც ესა თუ ის საარჩევნო სუბიექტი ან არჩევნებში მონაწილეების რიგითი ნომერია ასახული.

 

მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში გასულ სოციალურ რეკლამებში არც საარჩევნო სუბიექტი, არც მისი საარჩევნო ნომერი არ ფიგურირებს, იმისათვის, რომ  გამოირიცხოს სოციალური რეკლამის საარჩევნო აგიტაციასთან გაიგივება, კომისია რეკომენდაციას აძლევს საქართველოს მთავრობას და საზოგადოებრივ მაუწყებელს”, – ნათქვამია უწყებათაშორისი კომისიის მიერ დღეს, 9 აგვისტოს გამოქვეყნებულ რეკომენდაციაში.

·         

მასალების გადაბეჭდვის წესი