ახალი ამბები

თბილისის ანძას დენის მიწოდება აღუდგა

9 აგვისტო, 2012 • 1022
თბილისის ანძას დენის მიწოდება აღუდგა

ანძა დაახლოებით ერთი საათის მანძილზე გათიშული იყო. თბილისის ანძის გათიშვის გამო პრობლემები შეექმნათ რადიოებსა და ტელევიზიებს. გათიშული იყო ყველა რადიოსიხშირე:

 

“რაც შეეხება ტელევიზიებს, გათიშული იყო მხოლოდ “ერთსულოვნება”, დანარჩენ ტელევიზიებს, მათ შორის “რუსთავი 2–ს”, “იმედსა” და “საზოგადოებრივ მაუწყებელს”, საკუთარი გენერატორები აქვთ, ამიტომ მათ ეთერში გასვლის პრობლემა არ შექმნიათ. რადიოებიც გენერატორების არქონის გამო გაითიშა”, – განაცხადეს შპს “ალფა კომში”.

 

ამ წუთებში “ალფა კომის” ინფორმაციით, რადიოების და ტელევიზია “ერთსულოვნების” მუშაობა აღდგენილია და მათი სიხშირეები შეფერხების გარეშე მუშაობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი