ახალი ამბები

“ქართულ ოცნებაში” კახეთის სტიქიის მონიტორინგის შედეგებზე ისაუბრეს

9 აგვისტო, 2012 • • 1140
“ქართულ ოცნებაში” კახეთის სტიქიის მონიტორინგის შედეგებზე ისაუბრეს

“ყვარელში შედარებით ნაკლებია ზარალი და აქ მონიტორინგის პროცესი ნაწილობრივ დასრულებულია. ასევე, გრძელდება სტიქიის შედეგად გურჯაანისა და თელავის რაიონებში მოსახლეობის ზარალის აღწერა და დადგენა. ამ  რაიონებში 60%–დან 70 %–მდე უკვე დასრულებულია ზარალის აღწერა “ქართული ოცნების” მიერ. მონიტორინგის შუალედური ანალიზის შედეგად აღმოჩნდა, რომ, მაგალითად, ქალაქის შემთხვევაში ზარალის საშუალო მაჩვენებელი დაახლოებით 3 000 ლარამდეა. ხოლო სოფლად –8 000–დან 10 000 ლარამდე. მოსახლეობა ითვლის თავის ზარალს თვითონ და ჩვენ გვაწვდიან ინფორმაციას მონიტორინგის პროცესში”, – აღნიშნა დღეს გამართულ ბრიფინგზე “ქართული ოცნების” კახეთის კოორდინტორმა ირაკლი ქადაგიშვილმა.  

მისი თქმით, მონიტორინგი კახეთში სტიქიით დაზარალებულებთან დაკავშირებით გრძელდება და ის ერთი კვირის თავზე დასრულდება. ამის შემდეგ მთელი ეს მასალა გადაეცემა სპეციალურ ჯგუფს, რომელიც ჩაატარებს ანალიზს, დაახარისხებს. გამოიკვეთება უკვე პრობლემების მიმართულებებიც.

დღევანდელ ბრიფინგს ესწრებოდნენ კახეთში “ქართული ოცნების” მაჟორიტარობის კანდიდატები: თელავში მაჟორიტარობის კანდიდატი – გელა სამხარაული, გურჯაანში – მანანა ბერიკაშვილი და ყვარელში – დავით ქევხიშვილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი