ახალი ამბები

თურქეთში ოპოზიციური პარტიის 2 ლიდერი და დეპუტატები დააკავეს

4 ნოემბერი, 2016 • 1568
თურქეთში ოპოზიციური პარტიის 2 ლიდერი და დეპუტატები დააკავეს

თურქეთში პროქურთული “ხალხის დემოკრატიული პარტიის” 2 ლიდერი და 10-მდე პარლამენტის წევრი დააკავეს ტერორისტულ პროპაგანდასთან შესაძლო კავშირის ბრალდებით.

Guardian-ის ინფორმაციით, პოლიციამ ანკარაში ჩატარებული რეიდის შედეგად პარტიის ლიდერი სელატინ დემირტაში დააკავა. დემირტაშს მხარდამჭერები “თურქ ობამასაც” ეძახიან.

მოგიავნებით კი პარტიის საპარლამენტო დეპუტატები აიყვანეს. ინფორმაციას მათი ადვოკატი ადასტურებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი