ახალი ამბები

რუსეთში მუსულმანურ სექტას ბავშვები ჰყავდა დატყვევებული

9 აგვისტო, 2012 • • 1031
რუსეთში მუსულმანურ სექტას ბავშვები ჰყავდა დატყვევებული

სექტის ბუნკერი ქალაქ ყაზანის გარეუბანში აღმოაჩინეს მაშინ, როცა პოლიცია მუსულმან ლიდერებზე გახშირებული თავდასხმის საქმეს იძიებდა.

პოლიციამ 27 ბავშვი და 38 მოზარდი მიწისქვეშა ბუნკერში აღმოაჩინა. გამოძიების ცნობით, ბავშვები ბუნკერში უკვე წლებია ცხოვრობენ.

მთავრობის მეთვალყურეობით, ბავშვების ნაწილი საავადმყოფოშია გადაყვანილი, ნაწილი კი სპეციალურ დაწესებულებებში, სადაც ისინი მკურნალობის კურსს გაივლიან.

პოლიციის ინფორმაციით, ბავშვებს არასოდეს დაუტოვებიათ ბუნკერი, მათ არასოდეს უვლიათ სკოლაში, არასოდეს გაუვლით სამედიცინო შემოწმება და უნახავთ დღის სინათლე.

სექტის ლიდერის ფაიზრახმან სატტაროვი თავს მუსულმან წინასწარმეტყველად აცხადებს და ამბობს, რომ მიწისქვეშა ბუნკერში ისლამური სახელმწიფოს შექმნა უნდოდა.

რუსული საინფორმაციო წყაროების, ცნობით, სატტოროვმა თავი მუსულმან წინასწარმეტყველად ჯერ კიდევ 1960-ან წლებში გამოაცხადა, მაშინ სატტოროვი ტრამვაის ბორბლის ნაპერწკლებს ღვთიური ნათების ინტერპრეტაციას აძლევდა.

სატტოროვს მალევე გამოუჩნდა მიმდევრები, ისინი საკუთარ თავს ფაიზარახმანისტებს უწოდებენ, მათი დამაარსებლის საპატივცემლოდ. სექტა სამყაროსგან განცალკევებით, იზოლაციაში ცხოვრობს. კომუნის დატოვების უფლება მხოლოდ რამდენიმე წევრს აქვს, ისიც ადგილობრივ ბაზარზე სამუშაოდ. ასევე უკანონოდ იყო გაკეთებული 700 კვადრატული მიწის ნაკვეთი, რომელიც პოლიციის ბრძანებით განადგურდება.

სექტის წევრები ასევე უარყოფენ რუსეთის ფედერაციის კანონებსა და წესებს.

სექტის ლიდერს ბრალი “თვითნებობის” მუხლით აქვს წაყენებული, რაც გულისხმობს, ქმედებების არასანქცირებულ განხორციელებას და სახელმწიფო კანონებისა და აქტების უგულებელყოფას.

“თვითნებობის” დანაშაული ხუთ წელზე მეტი ხნით პატიმრობას ითვალისწინებს.  

მასალების გადაბეჭდვის წესი