ახალი ამბები

ენმ-მ დღევანდელ სხდომაზე შესაძლოა პოლიტსაბჭოს განახლების საკითხზეც იმსჯელოს

4 ნოემბერი, 2016 • 1155
ენმ-მ დღევანდელ სხდომაზე შესაძლოა პოლიტსაბჭოს განახლების საკითხზეც იმსჯელოს

პარტია “ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭო დღეს, 19:30 საათზე, კახეთის გზატკეცილზე, ცენტრალურ ოფისში სხდომას გამართავს. პარტია იმსჯელებს სამომავლო, საპარლამენტო გეგმებზე. სავარაუდოდ, ჩამოყალიბდება ჯგუფი, რომელიც საპარლამენტო არჩევნებში დამარცხების მიზეზებს გამოიკვლევს. ასევე, სავარაუდოდ, იმსჯელებენ პოლიტსაბჭოს განახლების საკითხზე.

პარტიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ინფორმაციით, ენმ-ს პირველი ათეულის წევრები, რომლებიც პარლამენტში შედიან, არ არიან მოქმედი პოლიტსაბჭოს წევრები, ამიტომ დღეს პარტია სავარაუდოა, რომ იმსჯელებს პოლიტსაბჭოს განახლების შესახებ.

როგორც პარტიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში აცხადებენ, პოლილტსაბჭო დაახლოებით ერთი კვირის წინ ჩაინიშნა და მას კავშირი არ აქვს გიგი უგულავას მიერ დღეს გავრცელებულ წერილთან.

მასალების გადაბეჭდვის წესი