ახალი ამბები

ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლას პარლამენტმა კენჭი უნდა უყაროს

3 ნოემბერი, 2016 • 1664
ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლას პარლამენტმა კენჭი უნდა უყაროს

პარლამენტმა კენჭი უნდა უყაროს, დაიწყებს თუ არა დიდი ბრიტანეთი ევროკავშირის დატოვების პროცესს – ეს გადაწყვეტილება დღეს ბრიტანეთის სასამართლომ მიიღო, რაც ნიშნავს, რომ მთავრობა დამოუკიდებლად ვერ დაიწყებს მოლაპარაკებებს ევროკავშირთან და ვერ აამოქმდებს.

პრემიერ-მინისტრი ტერეზა მეი მიიჩნევდა, რომ საკითხი პარლამენტს დამატებით აღარ უნდა განეხილა, თუმცა ბრექსიტის მოწინააღმდეგეები ამას არაკონსტიტუციურად მიიჩნევდნენ. მთავრობა ახლაც აცხადებს, რომ ევროკავშირის დატოვების შესახებ რეფერენდუმის ჩატარებას მხარი თავად პარლამენტმა დაუჭირა და რეფერენდუმი ხალხის ნებას ასახავს, ამიტომ გადაწყვეტლება გასაჩივრდება.

პრემიერ-მინისტრი აცხადებდა, რომ 2017 წლის მარტამდე ძალაში შევიდოდა ლისაბონის ხელშეკრულების 50-ე მუხლი, რომლის საფუძველზეც ევროკავშირს ბრიტანეთი ოფიციალურად აცნობებდა კავშირის დატოვების შესახებ. გადაწყვეტილება ევროკავშირიდან გამოსვლის შესახებ ბრიტანეთში ივნისში მიიღეს, რეფერენდუმის მონაწილეთა 51.9%-მა მხარი დაუჭირა ბრექსიტს.

მასალების გადაბეჭდვის წესი