ახალი ამბები

ჯეჯელავა: 2017 წლიდან მასწავლებლის ხელფასი საშუალოდ 800 ლარი იქნება

3 ნოემბერი, 2016 • 2953
ჯეჯელავა: 2017 წლიდან მასწავლებლის ხელფასი საშუალოდ 800 ლარი იქნება

განათლებისა და მეცნიერების მინისტრის, ალექსანდრე ჯეჯელავას განცხადებით, 2017 წლიდან სკოლის პედაგოგთა ხელფასი საშუალოდ 800 ლარს მიაღწევს:

“მასწავლებლების ხელფასების ზრდა, როგორც იყო დაპირებული, ზუსტად იმ მოცულობით იქნება ასახული მომავალი წლის ბიუჯეტში, ანუ მომავალი წლის დასაწყისშივე, პირველი თვიდან იზრდება მასწავლებლების ანაზღაურება და მასწავლებლების საშუალო ანაზღაურება მომავალ წელს მიაღწევს 800 ლარს,” – აცხადებს მინისტრი.

ალექსანდრე ჯეჯელავამ ეს განცხადება დღეს, მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ მედიასთან საუბარში გააკეთა.

მასალების გადაბეჭდვის წესი