ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

აზერბაიჯანში ქმარმა ორსული ცოლი სასტიკი წამებით მოკლა

2 ნოემბერი, 2016 • 2753
აზერბაიჯანში ქმარმა ორსული ცოლი სასტიკი წამებით მოკლა

აზერბაიჯანის მედიასაშუალებები ქმრის მიერ 25 წლის საბინა ვერდიევას სასტიკი მკვლელობის შესახებ იუწყებიან. ოფიციალური ინფორმაციით, ქმარმა ორსული ცოლი დანისა და ბლაგვი საგნით მიყენებული დარტყმებით მოკლა.

როგორც დაღუპული ქალის მამა, მაზახირ ჯაბაროვი ამბობს, მისი შვილის მკვლელობაში წვლილი ქმრის მშობლებსაც მიუძღვით.

“ბოლო წლის განმავლობაში 5-ჯერ სცემეს, აწამეს. თუმცა მას არ უნდოდა განქორწინება იმიტომ, რომ სიყვარულით დაქორწინდნენ. ამიტომაც ჩვენ, როგორც მშობლებმა, გავითვალისწინეთ ის ფაქტი, რომ სამი შვილი ჰყავს, კიდევ ორსულად იყო მეოთხეზე და იმ ოჯახში დაბრუნებაზე დავთანხმდით”, – აცხადებს მოკლული ქალის მამა.

მისივე თქმით, ქმრის მშობლებს არასდროს დაუმალავთ, რომ მათი ქორწინების წინააღმდეგი იყვნენ:

“ერთი კვირის წინ ხადლიგ ვერდიევმა, რომელიც ქუჩაში შემხვდა, მითხრა, რომ თუ საბინა მათ ოჯახში დაბრუნდება, მას მოკლავენ”.

ჯაბაროვი აცხადებს, რომ მოკლული შვილის ქმართან ერთად მისი მშობლებიც უნდა დააპატიმრონ, ვინაიდან მათაც მიუძღვით მომხდარში ბრალი.

მიმდინარე, 2016 წლის წლის მარტში ნაცემი შვილის ფოტოები, როგორც ქალის მამა ამბობს, პოლიციას გადასცეს და ზომების მიღება სთხოვეს, თუმცა სამართალდამცავებს ამ კუთხით არაფერი გაუკეთებიათ.

ამჟამად ვერდიევი დაკავებულია. საქმეზე სისხლის სამართლის გამოძიება დაიწყეს.

მოკლული საბინა ბერდიევა. ეს ფოტო მარტში წაიღო პოლიციაში საბინას მამამ იმის დასამტკიცებლად, რომ ქმარი სცემდა. 31 ოქტომბერს კი ქმარმა მოკლა. ფოტო: news1.az

მოკლული საბინა ვერდიევა. ეს ფოტო მარტში წაიღო პოლიციაში საბინას მამამ იმის დასამტკიცებლად, რომ ქმარი სცემდა. 31 ოქტომბერს კი ქმარმა მოკლა. ფოტო: news1.az

მასალების გადაბეჭდვის წესი