ახალი ამბები

დავით თარხან-მოურავი ფეისბუკით არ სარგებლობს – პატრიოტთა ალიანსი

2 ნოემბერი, 2016 • 2817
დავით თარხან-მოურავი ფეისბუკით არ სარგებლობს – პატრიოტთა ალიანსი

პატრიოტთა ალიანსში აცხადებენ, რომ დავით თარხან-მოურავს ფეისბუკზე არავითარი გვერდი არ აქვს, შესაბამისად,  სოციალურ ქსელში მისი სახელით გავრცელებული ინიციატივები ამ უკანასკნელს არ ეკუთვნის.

ერთ-ერთი ფეისბუკ-გვერდი “დავით თარხან-მოურავი – ოფიციალური გვერდი” ავრცელებს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ პატრიოტთა ალიანსის ლიდერი ბაღდათის რაიონისთვის სახელის გადარქმევისა და “მაიაკოვსკის” დარქმევის ინიციატივით გამოდის, თუმცა, როგორც ნეტგაზეთს თარხან-მოურავის თანაშემწემ განუცხადა, ეს ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.

“დავით თარხან-მოურავი ფეისბუკით საერთოდ არ სარგებლობს”, – აცხადებენ პარტიაში.

დავით თარხან მოურავის სახელით ფეისბუკზე ამ დროისთვის რამდენიმე გვერდი იძებნება.

მასალების გადაბეჭდვის წესი