ახალი ამბები

ილია II და საპატრიარქოს დელეგაცია მოსკოვში გაემგზავრებიან

1 ნოემბერი, 2016 • 2245
ილია II და საპატრიარქოს დელეგაცია მოსკოვში გაემგზავრებიან

პატრიარქის პრესმდივნის, მიქაელ ბოტკოველის განცხადებით, ილია მეორემ მიიღო გადაწყვეტილება და საპატრიარქოს რამდენიმეკაციან დელეგაციასთან ერთად რუსეთის პარტიარქის, კირილე პირველის იუბილეზე მოსკოვში გაემგზავრება. ვიზიტი 18-25 ნოემბერსაა დაგეგმილი.

ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრები მაღალი რანგის სასულიერო პირებთან, თუმცა ამ ეტაპზე უცნობია, შეხვდება თუ არა ილია II რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს.

“რა თქმა უნდა, პატრიარქი მიემგზავრება და კიდევ რამდენიმე თანმხლები სასულიერო პირი. ვიზიტი შედგება 18-25 ნოემბერს. შეხვედრები ჯერ არ არის დაგეგმილი – მხოლოდ მოსკოვისა და რუსეთის პატრიარქებთან. სხვა შეხვედრებთან დაკავშირებით ჯერ არაფერი ვიცით. როგორც ჩანს, თავად რუსეთში ჩამოყალიბების პროცესში არიან,” – აცხადებს ბოტკოველი.

25 ოქტომბერს პატრიარქმა ილია II-მ რუსეთის საპატრიარქოსგან მოწვევა მიიღო პატრიარქ კირილე I-ის 70 წლის იუბილესთან დაკავშირებით.

მასალების გადაბეჭდვის წესი