ახალი ამბები

“რესპუბლიკური პარტია” თინა ხიდაშელმაც დატოვა

1 ნოემბერი, 2016 • 1477
“რესპუბლიკური პარტია” თინა ხიდაშელმაც  დატოვა

თინა ხიდაშელმა “რესპუბლიკური პარტია” დატოვა. ამის შესახებ “ნეტგაზეთს” პარტიაში განუცხადეს.

“რესპუბლიკური პარტია” უკვე დატოვეს დავით უსუფაშვილმა,  ფრიდონ საყვარელიძემ, პაატა ზაქარეიშვილმა, ვახტანგ ხმალაძემ და თეიმურაზ ნერგაძემ.

29 ოქტომბერს გამართულ ბრიფინგზე დავით უსუფაშვილმა, რომელიც იყო რეპუბლიკური პარტიის თავმჯდომარე 2013 წლამდე და 2016 წლის არჩევნებში პროპორციული სიის პირველი ნომერი, რესპუბლიკური პარტია დატოვა.

რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარის,  ხათუნა სამნიძის განაცხადებით,  პარტიას სჭირდება არა მიკიბვ-მოკიბვით ლაპარაკი, არამედ მკვეთრად ღირებულებებზე ორიენტირებული პოლიტიკა.

“ვფიქრობ, ჩვენს პარტიას სჭირდება მკვეთრად ღირებულებებზე ორიენტირებული პოლიტიკა, არა მიკიბვ-მოკიბვით ლაპარაკი. ჩვენ 2008-ში, ძალიან მძიმე პერიოდში, მივიღეთ 69 ათასი ამომრჩევლის მხარდაჭერა, ჩვენ ეს ამომრჩევლები დავკარგეთ და გვაქვს 27 ათასი ადამიანის მხარდაჭერა. ეს ჩემთვის არის სიგნალი, რომ ადამიანებმა, მაშინ, როცა ხედავდნენ პარტიის ძალიან მკვეთრ იდეოლოგიაზე დაფუძნებულ პოლტიკას, პარტიის ამ ოთხწლიან პოლიტიკაში ვერ დაინახეს და შესაბამისი პასუხი გაგვცეს. ეს არ არის ერთადერთი კომპონენტი ამ შედეგის, ბუნებრივია. წინასაარჩევნო კამპანიას თუ გავისხენებთ, ეს იყო მტრული, შავ-თეთრი, მტრის ხატზე დაფუძნებული. ამანაც იმოქმედა”, – ამბობს ხათუნა სამნიძე.

მასალების გადაბეჭდვის წესი